„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვოს და დაზიანება იმაზე სერიოზული გამოდგეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
არგენტინელი ფეხბურთელი სამკურნალოდ ესპანეთში გამგზავრებას გეგმავს. პსჟ-მ უკვე დაადასტურა, რომ ლიონელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლაიფციგთან“ ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ მუხლში დისკომფორტი „ლილთან“ (2:1) მატჩში იგრძნო და პირველი ტაიმის შემდეგ მოედანი დატოვა. ჯერჯერობით ლიონელის გამოჯანმრთელების ზუსტი პერიოდი უცნობია.