ნიკა ობოლაძის თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილებას მომავალში მხოლოდ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად გამოიყენებენ

ნიკა ობოლაძის თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილებას მომავალში მხოლოდ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად გამოიყენებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს აღარ თმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ობოლაძე განმარტავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებას მომავალში მხოლოდ ორი მიზნით გამოიყენებენ - საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად.

„ორი ამბავია - პირველი, ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ქართულმა ოცნებამ“ რა ვალდებულებაც აიღო, ის უნდა შეასრულოს და მეორე - ჩვენ ეს მანდატები ფორმალურად გვჭირდება იმისთვის, რომ სააკაშვილი, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მოვინახულოთ და მასთან ვიყოთ კოორდინაციაში“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.