საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საპარლამენტო ცხოვრებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
„ამ 6 თვის განმავლობაში, რაც ეს ადამიანები პარლამენტში შემოვიდნენ, ისინი პირობითად იყვნენ პარლამენტში. მათ არაფერი გაუკეთებიათ და არანაირ კანონპროექტზე არ უმუშავიათ. მათი ერთადერთი მიზანი იყო პარლამენტის დისკრედიტაცია და დესტრუქციული ქმედებები, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. ახლა ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა - ეს საპარლამენტო ცხოვრებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა მიქანაძემ.