„ტვ.პირველი“ იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდი „სინამდვილეში წერს“.
როგორც ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული, სინამდვილეში ფრაზა - "თუ არ მოკვდება", „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია.
„ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“.
სინამდვილეში ფრაზა - "თუ არ მოკვდება", მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია!!! ის ამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით მანიპულაციაზე საუბრობს და კვლავ მოუწოდებს მას მისცეს იუსტიციის სამინისტროს პერსონალური მონაცების გასაჯაროების შესაძლებლობა...“, - ნათქვამია ფეისბუქ-გვერდზე.