„მავნებლობა, ალოგიკურობა, ევროკავშირის ძალისხმევის ფეხებზე დაკიდება, ბელადომანია, უპრინციპობა, ძალაუფლებისათვის, უფრო სწორად ხაზინისათვის ბრძოლის დაუოკებელი ჟინი, ღირებულებათა სრული მოშლა, საბოტაჟი...
ნაცმოძრაობის პირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფი ოპოზიციის შეფასება სხვაგვარად შეუძლებელია.
საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს. 3700 უბნის მეხეთედზე მეტი გადაითვალა. ხელისუფლებას დაკლების ნაცვლად, ხმები მოემატა.
იგივე ხდება ახლაც. მიდის ხელახალი გადათვლა და ოცნების ბიულეტენებს დასტა-დასტად პოულობენ ნაცმოძრაობის კალათში.
უნდათ მსოფლიოს თავზე მოახვიონ, რომ რამდენიმე უბანთან რამდენიმე მამაკაცი თუ დაინახეს, მათ შეუძლიათ მთელ ქვეყანაში ნახევარ მილიონ ადამიანს სასურველი ნომერი შემოახაზინონ.
თუ მასე მარტივია, კრიმინალები პარტიაში იმაზე მეტი გყავთ, ვიდრე მთელ ქვეყანაშია და იქნებ თქვენც დაშინებით მოგცეს ხმა?!
ნაცმოძრაობამ, ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, ამ 9 წლის მანძილზე, 1-1,5 მილიარდი მხოლოდ ტელევიზიებში და სხვა მედიაში დახარჯა. რამდენი შავი ფული დახარჯეს აქციების მოწყობაში და 8-ჯერ წაგებულ არჩევნებში, ეს ცალკე ციფრია. ხაზარაძის მიერ ტვ პირველზე გახმოვანებული ციფრია 400 მლნ, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე პარტიების მხრიდან ჯამურად დაიხარჯა.
ახლა მითხარით, რისთვის იბრძვიან ასე გააფთრებული, რატომ ხარჯავენ ასეულობით მილიონს? ჩვენი კეთილდღეობა ადარდებთ, თუ აქამდე დახარჯულის ამოღება სურთ?
როცა საკრებულოების არჩევნებით უკმაყოფილო, პარლამენტის მანდატებს ტოვებენ, ლოგიკა სადაა? ამ კითხვას თავად ოპოზიციის მოკავშირეები სვამენ.
ხშირად ვწერ და ბევრჯერ გავიმეორებ: 9 წელია საბოტაჟის რეჟიმში არიან. ყოველი, ყველაზე მშვიდად ჩატარებული არჩევნები, აპაუზებს, ხოლო პოლიტიკური რყევები და რევოლუციური მოლოდინების შექმნა კი ანგრევს ეკონომიკას. ეს ანა-ბანაა.
ოპოზიციას ფეხებზე ჰკიდია ეკონომიკაც და მოსახლეობაც. მათთვის მთავარია ისევ ხაზინაში აფათურონ თათები.
ამათ ვერ წარმოუდგენიათ რა უნდა აკეთონ 3 წელი. გინახავთ ფანჩატურელი ოპოზიციის მიერ მომზადებული ნორმალური კანონპროექტი ან გსმენიათ ნორმალური, ჯანსაღი მსჯელობა ქვეყნის პრობლემებზე?
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებზე არ წავიდა, ნუ დაიწუწუნებენ. არჩევნების დღეს უნდა გამონახოთ 5 წუთი და შემოხაზოთ სასურველი პარტია, ან სახელისუფლებო, ან მისი ოპონენტი. ყველა სხვის იმედადაა. ჩემი ერთი ხმა რას უშველის, ასე ფიქრობს ყველა. ჰოდა, უცქირეთ ამ მასკარადს“.
ისე არიჩოპრა, უნდა ვაღიარო, რომ ამ შენ კალაძეს აზრების ჩამოყალიბება მშვენივრად უსწავლია!
ამ დანარჩენ ოცნებისტებს, იქნება პირი დაამუწიოთ!... ან კიდევ, მიეცი რჩევა, დაიქირავონ მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი!