მამუკა მდინარაძე: ბავშვობიდან ყველას გვესმის, რომ ადამიანი საკვების გარეშე 40 დღე ძლებს - 41-ე დღეს ველოდები, როგორ აღმოჩნდება სააკაშვილი სასაცილო მდგომარეობაში

მამუკა მდინარაძე: ბავშვობიდან ყველას გვესმის, რომ ადამიანი საკვების გარეშე 40 დღე ძლებს - 41-ე დღეს ველოდები, როგორ აღმოჩნდება სააკაშვილი სასაცილო მდგომარეობაში

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანს საკვების გარეშე 40 დღე გაძლება შეუძლია, თუმცა, ის ელოდება, რომ 41-ე დღეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება.

„41-ე დღეს, ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება. ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს?.. საბედნიეროდ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. მას შეუძლია მისცეს თავისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით, ჩემი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, „ფეიკთან“, დადგმულ რაღაცასთან. მას ხელში უჭირავს ერთი კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და იყენებს ჩემი აზრით, ძალიან ცუდად. 41-ე, 57-ე დღეს, ჩემი აზრით, აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში. ლოგიკა ხომ შეგვიძლია განვავითაროთ?"- განაცხადა მდინარაძემ.