ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას

ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საზოგადოებას მოშიმშილე პატიმრის მიმართვა გააცნო.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ხალხს ჰპირდება, მისი ციხიდან დახსნის შემთხვევაში მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რისთვისაც აუცილებელია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი.

„ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი - დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე, როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ეუბნებიან, რა აზრი აქვს მოგებას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ხალხის ძალა ერთადერთია რისიც დიქტატორებს ეშინიათ. არ არსებობს დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია. ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, რადგან ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა არჩევნებზე დააფიქსირა დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში.

აკი თქვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჩვენ კი ვთქვით და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეაო. ახლა შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი მილიონები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა. ასევე ძალიან გაბედული სხვა და რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა ძალიან ბრძოლისუნარიანი ლიდერების.

ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე.

ჩვენ ახლა გვჭირდება საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ და გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალავობაშია“, - წერია სააკაშვილის მიმართვაში.

mamago ოპა ევროპა!
3 წლის უკან
Katana . არ არის გამორიცხული! - თუ ჩავთვლით, რომ 2027-ში უწევს ციხიდან განთავისუფლება, ან 2028-ში, ნამდვილად შეუძლია, მორიგი არჩევნები "დაანიშნინოს" კონსტიტუციურ ვადებში!
3 წლის უკან