პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტს ეხმაურება.
„არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აქტიური ჩართულობა და პრემიერის მიერ დასმული ზუსტი აქცენტები გლობალურ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს ოხანაშვილი ფეისბუკგვერდზე და ფოტოებს აქვეყნებს.