დავით ქართველიშვილი: დღეს, სააკაშვილის სამშობლოში. უმაღლესი რადას შენობასთან წინასწარ დაანონსებული აქცია

დავით ქართველიშვილი: დღეს, სააკაშვილის სამშობლოში. უმაღლესი რადას შენობასთან წინასწარ დაანონსებული აქცია "Free Misha" ჩატარდა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, კიევში, რადას შენობის წინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ფოტოს აქვეყნებს, სადაც 10 - მდე ადამიანი სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს. 

,,დღეს, სააკაშვილის სამშობლოში, უმაღლესი რადას შენობასთან წინასწარ დაანონსებული აქცია "Free Misha" ჩატარდა. მე არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ მსგავსი "აუუ-რამდენი-ვართ" აქციებით იმ ადამიანს ეკაიფებიან, თუ მართლა სუიციდამდე სურთ რომ მიიყვანონ?’’ - წერს ქართველიშვილი.