ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და საქართველოს საერთაშორისო სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობის საკითხების, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის განხილვა წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გამართავს შეხვედრებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე შედგება შეხვედრა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს და ვიცე პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან.
სამუშაო ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 19 აპრილს დაბრუნდება.