მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.
„მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.
კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ, ერთად ვიმოქმედოთ“, - წერს პრემიერ-მინისტრი.