დავით ქართველიშვილი: ცალკეა, დასავლეთის „რადარებიდან“ გამქრალი საქართველო და ცალკეა, ამის საპირისპირო მდგომარეობა - უპრეცედენტო მხარდაჭერა, გლობალურ საკითხებში საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლის მაღალი შეფასება

დავით ქართველიშვილი: ცალკეა, დასავლეთის „რადარებიდან“ გამქრალი საქართველო და ცალკეა, ამის საპირისპირო მდგომარეობა - უპრეცედენტო მხარდაჭერა, გლობალურ საკითხებში საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლის მაღალი შეფასება

ერთადერთი, თემები, რომლებსაც „რატომღაც“ არ განიხილავდნენ: თაკო ჩარკვიანის მიერ დეპუტატის მანდატის სავარაუდო დათმობა, „ჩრდილოვანი კაბინეტის“ პერსპექტივები, ტუსაღი სააკაშვილის სუიციდური მიდრეკილებანი და 6 ნოემბრის აქციის მხარდაჭერა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, რომელიც გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გაიმართა.

„ცალკეა დასავლეთის „რადარებიდან“ გამქრალი საქართველო. ცალკე „კრემლის“ ფილიალი/ხელისუფლება. ცალკე დასაწესებელი „სანქციები“. ცალკე „ხისტი“ და „სიძულვილის“ ენაზე მოსაუბრე პრემიერ-მინისტრი. ცალკე - „რა გვეშველებას“ თემა და ცალკეა, ამის საპირისპირო მდგომარეობა - უმაღლეს დონეზე მიღება, უპრეცედენტო მხარდაჭერა, გლობალურ საკითხებში საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლის მაღალი შეფასება. საკუთარ ქვეყნებში ჩვენი პრემიერ-მინისტრის ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებით დაპატიჟება, საქართველოში საპასუხო ვიზიტების დაგეგმვა... ერთადერთი, თემები, რომლებსაც „რატომღაც“ არ განიხილავდნენ: თაკო ჩარკვიანის მიერ დეპუტატის მანდატის სავარაუდო დათმობა, "ჩრდილოვანი კაბინეტის" პერსპექტივები, ტუსაღი სააკაშვილის სუიციდური მიდრეკილებანი და 6 ნოემბრის აქციის მხარდაჭერა“.