ნიკა მელია:  დიახ, საქართველო იწყებს პროტესტს - რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, ვიდრე არ ვიხსნით სააკაშვილს ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან

ნიკა მელია:  დიახ, საქართველო იწყებს პროტესტს - რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, ვიდრე არ ვიხსნით სააკაშვილს ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან

რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, მანამ სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, საქართველო სამართლიან პროტესტს იწყებს.

“ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი! დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილი ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა ეს ავლგამოთ.

რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია და გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ცოცხალი“,- აღნიშნავს მელია.