ლევან ნიკოლეიშვილი: პუტინს ნამდვილად ვერ ვხედავ აქ და სამაგიეროდ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, ჯონსონი, ანგელა მერკელი. არ ვიცი, არ ვიცი, ესენი თუ დასავლეთს არ წარმოადგენენ

ლევან ნიკოლეიშვილი: პუტინს ნამდვილად ვერ ვხედავ აქ და სამაგიეროდ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, ჯონსონი, ანგელა მერკელი. არ ვიცი, არ ვიცი, ესენი თუ დასავლეთს არ წარმოადგენენ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს აფასებს, რომელიც გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გაიმართა.

,,გაგონილს მაინც ნანახი სჯობს და ფაქტები რომ ჯიუტია, ესეც ცხადია: ოპონენტები ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებენ და დასავლეთის რადარებიდან გამქრალ საქართველოდ მოიხსენიებენ არადა, რაც ამ ბოლო წლებში ოპოზიციამ თავიანთი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლიდან დღემდე გააკეთა, პუტინს რომ სინდისი ჰქონდეს, მათთვის ერთი კარგი გარდამავალი დროშა ან ორდენი მაინც უნდა გამოეგზავნა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიიღო, გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში. სადაც სიტყვის გამოსვლის შემდეგ შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან, პუტინს ნამდვილად ვერ ვხედავ და სამაგიეროდ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, დიდ ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი...არ ვიცი, არ ვიცი, ესენი თუ დასავლეთს არ წარმოადგენენ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.