ირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში

ირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში

მადლობას ვუხდი საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის მისიას არჩევნებზე დაკვირვებისა და დადებითი შეფასებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ ეს იყო საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში ჩატარდება.

„ამ არჩევნების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალზე მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო. ჩვენი ვალია, მომდევნო არჩევნებამდე ეს ვითარება თვისებრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.