ივანე ჩხაიძე: 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად თუ ვიქნებით, პანდემიას ვერ დავამარცხებთ

ივანე ჩხაიძე: 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად თუ ვიქნებით, პანდემიას ვერ დავამარცხებთ

ასე, სამი, ოთხი და ხუთი ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, - მამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი, მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 726 941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 669 822, გარდაიცვალა 10 136 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.