დავით ქართველიშვილი: კოლექტიურ სანაცეთს ჰყავს სოლიდური, მაგრამ საბოლოო მიზნების მისაღწევად - არასაკმარისი ამომრჩევლის რაოდენობა

დავით ქართველიშვილი: კოლექტიურ სანაცეთს ჰყავს სოლიდური, მაგრამ საბოლოო მიზნების მისაღწევად - არასაკმარისი ამომრჩევლის რაოდენობა

ნაცებს, სანაცეთს და მათ გეგმებს ეხმაურება სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

"მაშ ასე, დროა გადავიდეთ უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის. მასალა - გვაქვს, მოწინააღმდეგის ბანაკის გეგმები - ვიცით. მართალია - ეს გეგმები მარტივი და პრიმიტიულია, მაგრამ რას იზამ, რაც არის ეგ არის.

კოლექტიურ სანაცეთს ჰყავს სოლიდური, მაგრამ საბოლოო მიზნების მისაღწევად - არასაკმარისი ამომრჩევლის რაოდენობა

* ამ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი - მრავალჯერადი გამოყენების ვიწროფუნქციონალური სეგმენტია. ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ თანხაში, მათი ამოცანაა - „5“-იანის შემოხაზვა. მხოლოდ. რევოლუციის მოწყობა და „მაიდანიზაცია“ ამ თანხაში არ შედის

* ამ ტექნიკური პარამეტრის გათვალისწინებით - ნაც/ლიდერშიპს ამ ქვეყანაში ესაჭიროება იმდენი არჩევნები, სანამ არ მოხდება ამ გზით მოქმედი ხელისუფლების დამარცხება

* შემდგომ არჩევნებამდე სამწლიანი შესვენება - ნაცმოძრაობისთვის უდიდესი რისკის მატარებელია, ლამის ყოველწლიური ფინანსური მოტივაციის გარეშე დარჩენილი, თავისი მრავალჯერადი გამოყენების, მაგრამ ვიწროფუნქციონალური „მრევლის“ დაკარგვის თვალსაზრისით

* ამიტომ - ვადამდელი არჩევნების თემა მათთვის აქტუალური დარჩება მანამ, სანამ არ გაიმარჯვებენ - ანუ მუდამ

*ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგების შემცირების მიზნით - მეშვიდე წელიწადია მიმდინარეობს მართველი პარტიის შესუსტების მიზანმიმართული, თუმცა უშედეგო კამპანია. საკუთარი რიგების ირგვლივ „ქართული ოცნების“ ცნობადი სახე-მოღალატეთა გაერთიანებით, მართალია მოხდა გარკვეული ელექტორალური გახლეჩა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერც ამ პროცესმა შეიძინა 

* ქუჩაში პოლიტიკური ტერორის გადატანა მოითხოვს პოლიტიკური „შაჰიდების“ კრიტიკული მასის არსებობას - რაც რეალურად არ გააჩნიათ. საჯარო სექტორში, საარჩევნო სისტემაში ჩანერგილი კონტინგენტი - მართალია ზემოთ განხილული კონტინგენტისაგან განსხვავებით, მრავალფუნქციონალური დანიშნულებისაა, მაგრამ იმდენად ტკბილად და თბილად გრძნობენ თავს მოქმედი ხელისუფლების ხარჯზე, რომ „ქუჩაში“ ამ მდგომარეობას არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიან

* თუმცა - არჩევნების გარეშე სამწლიანი პერიოდი ნაცსექტისთვის, პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. „ვადამდელის“ მისაღწევად მანევრირების ველიც ძალიან მწირი და არარეალისტურია, მაგრამ ჩიხური მდგომარეობა აიძულებს მათ, რაღაცა ნაბიჯი მაინც გადადგან. ამჟამად ეს ტაქტიკა მიმართულია საკანონმდებლო და ამჟამად უკვე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების „პარალიზებაზე“, მანდატებზე უარის თქმის გზით, რათა უკვე მერამდენედ საერთაშორისო პარტნიორების თვალთვალის ქვეშ მოხვდნენ, ქვეყანაში მორიგი „პოლიტიკური კრიზისის“ მიმართ მათი ყურადღების მისაქცევად, რომლის დასაძლევად „ვადამდელი“ არჩევნებია საჭირო

* საყოველთაო ერთსულოვნებას ამ სასოწარკვეთილი მცდელობის მიმართ ოპოზიციურ ბანაკში ადგილი არ ექნება, აქედან გამომდინარე ურთიერთგადაბრალების პროცესი და ძირითადი ოპოზიციური პლატფორმის რღვევა გარდაუვალ ხასიათს მიიღებს

* შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლებას სამი ძირითადი ამოცანა ექნება შესასრულებელი: 1) სახელმწიფოს გაძლიერება და წინსვლა შიდა და საგარეო ფრონტებზე, 2) დესტრუქციული ოპოზიციური პლატფორმის დასასრულის დაჩქარება და 3) ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციური ფლანგების გაძლიერების ხელშეწყობა