მამუკა მდინარაძე:  ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად საზოგადოების საჭიროებებზე გადავერთოთ და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა

მამუკა მდინარაძე:  ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად საზოგადოების საჭიროებებზე გადავერთოთ და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა

ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად გადავერთოთ საზოგადოების საჭიროებებზე და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე პარტიის წევრებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და გეგმებზე იმსჯელეს.

„გამარჯვებული პარტია დღეს მსჯელობდა იმაზე როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღის წესრიგი.

ჩვენ მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების და პარტიული აქტივის დამსახურებაა, რომ ერთწლიანი ციკლი დასრულდა და ხვალინდელი დღიდან უნდა გადავიდეთ იმ დღის წესრიგზე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე კამათი, მაგრამ უკან უნდა დავიტოვოთ უსარგებლო პოლიტიკური შეხლა-შემოხლა, რაც გვქონდა. საქმის კეთებასთან მიმართებით ვიკამათოთ ბევრი, იმიტომ, რომ ასეთი კამათი აუცილებელიც არის“, - განაცხადა მდინარაძემ.