კახა კუჭავა: ჩვენთვის მთავარი მზიანია ყველა იმ რეფორმის დასრულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ

კახა კუჭავა: ჩვენთვის მთავარი მზიანია ყველა იმ რეფორმის დასრულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ

კახა კუჭავას იმედი აქვს, რომ ამჯერად ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად და კონსტრუქციულად ჩაერთვება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წინ დატვირთული დღის წესრიგია და მთავარი მიზანი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის მომზადებაა.

„ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით რომ გასაკეთებელია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელზეც ვთქვით, რომ აუცილებლად მივიყვანთ ბოლოში, ზუსტად ამას უნდა დაეთმოს მთელი ენერგია. უკვე დაიგეგმა მინისტრების მოსმენები, აუცილებელია ყველა კითხვაზე თუ რამე არსებობს, პასუხი მიიღონ სასესიო დარბაზში დეპუტატებმა და საზოგადოებამ მოისმინოს ეს პასუხები. წინ საინტერესო პერიოდი გველოდება, ბევრი ახალი ინიციატივაა. ჩვენთვის მთავარი მზიანია ყველა იმ რეფორმის დასრულება რომელიც საშუალებას მოგვცემს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.