საპარლამენტო ფრაქცია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, მანდატის დატოვების შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს ისეთი პარლამენტია, რომ ფიზიკურად, ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მოსწყინდეს აქ ყოფნა და წასვლა მოუნდეს“, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ადამიანები ხალისით არ მუშაობენ. „ის, რომ პარლამენტში ადამიანები ხალისით არ მუშაობენ, ამაში ახალი არაფერია... ხან ბოიკოტია, ხან მოსვლა არ გინდა, ხან რაღაცაა... ჩემი აზრით, ეს ყველას გვაზიანებს და რაღაცნაირად მუშაობის მოტივაციას არ გვიხალისებს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ ის პარლამენტს დატოვებს.