ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში საზოგადოების ორად გახლეჩის თემას ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიმართ სვამს იმ კითხვას, რომელიც ათასჯერ დაუსვია სხვასაც, მაგრამ დღემდე საზოგადოებისთვის ამოუხსნელი ფენომენია - „რატომ გიყვართ მიშა?“
„არც ვიცი საიდან დავიწყო და როგორ დავალაგო აზრები, იმიტომ რომ ათასნაირი გრძნობა და განცდა, ათასი ემოცია ერთად მმართავს ეხლა;
ეს რა დაგვემართა ხალხო, რა დღეში ვართ ყველა - აპოლიტიკურიც და პოლიტიკურიც... იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გასცდა პოლიტიკას;
ჩვენს ურთიერთობებში შემოიჭრა მეტასტაზებივით ამდენი: შუღლი, ჯინიანობა, ნიშნის მოგება, კინკლაობა, კამათი, დაპირისპირება, წყევლაც, დამუნათება, წამოძახება, ჩასაფრებულის პოზაში ჯდომა...
ჯიბრით წერა ეწინააღმდეგება ჩემს ხასიათს და მე არ ვარ კარგად ამ ყველაფრის გამო, რასაც აქ ვწერ და რასაც ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა;
მე მყავს მეგობრები, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია
და ისინი დღეს მიშას უჭერენ მხარს.
მყავს თვალით უნახავი ფრენდები, რომლებიც შემიძლია ადვილად გავიმეტო, წავშალო, მოვიცილო, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი მათაც მიყვება უკან, მიყვარდა მე ეს ადამიანები ჩემებურად, როგორც შემეძლო-ისე;
ადრე არავის არ ვშლიდი ამის გამო, ეხლა ორშაურად ვიმეტებ ყველას, ვინც იქეთა მხარეს დგას;
და სულაც არა ვარ ბედნიერი ამის გამო.
ვერასოდეს მიხვდება ჩემი ტვინი, საერთოდ პოლიტიკოსი (ვინც გინდა იყოს) რატომ უნდა მიყვარდეს!
მეც და მიშას მომხრეებიც ერთნაირი ადამიანები ვართ-ჩვენი ცუდით და კარგით; გარეგნულადაც თითქოს არანაირი განსხვავება არ არის ჩვენს შორის, ცხოვრების წესიც ერთნაირი გვაქვს; ბავშვობაც უმეტესობას ერთნაირი გვქონდა, ძირითადად ჩემი ასაკის ხალხთან მაქვს ხომ შეხება;
განხვავება არის აი ამაში:
მე შემიძლია დავინახო იგივე „ქართული ოცნების“ უამრავი ნაკლი, შემიძლია თავისუფლად გავაკრიტიკო ესა თუ ის მოქმედი ხელისუფალი; შემიძლია და თან არ მეშინია, რომ ამის გამო დამიჭერენ ან შემავიწროვებენ.
სამაგიეროდ, ნახეთ რა ხდება იქეთა მხარეს - შანსი ნულია, არ არსებობს, გამორიცხულია - რომელიმემ აღიაროს, რომ
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა!
ასე მგონია, შვილს გაწირავენ და იმას არა.
როგორც წმინდანს, ისე ენდობიან და ისე სჯერათ მისი;
ერთგვარი რელიგიაა უკვე მათთვის ეს კაცი.
სალოცავი, საფიცარი, რა ვიცი...
სულ რომ ანგელოზი იყოს სააკაშვილი, ეს რაც ზემოთ დავწერე, უკვე საშიში და სავალალოა.
გონიერ, ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს ეუბნები რომ
- მიშას დროს აწამეს ადამიანები - არ მჯერა! - გპასუხობს.
ეუბნები, რომ მოკლეს ბიჭები - „ბაჩალიაშვილი და შაქარაშვილი“, - აი ამას გიპირისპირებენ, ზედ მაჩალიკაშვილსაც აყოლებენ...
ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, როგორც ექიმი, რომ არ მაქვს საქმე ფსიქიურად ჯანსაღ ადამიანთან. სიბრალული, ზიზღი და გაოცება ერთდროულად მერევა...
ეუბნები, რომ მოგწონს დაგებული გზები, კი ბატონო;
მოგწონს იუსტიციის სახლიც, ბათუმის პიაცაც მოგწონს
შუქი და გაზი რომ სულ გვაქვს 2003-დან ესეც, მაგრამ
არაფერი გიღირს ადამიანების სიცოცხლედ და ისევ იგივე წრეზე მიყავხარ - ბაჩალიაშვილი? მაჩალიკაშვილი?
და სად არის ამ დროს ლოგიკა? - არ ვიცი.
მე ძალიან ვარ გაბრაზებული და ეს არაერთხელ დამიწერია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე სამზეოზე არ არის გამოტანილი და უამრავი კითხვის ნიშანია პირადად ჩემთვის მანდ.
გამოდით, აბა, ნებისმიერი მიშას მოყვარული და თქვით, თქვენც ხმამაღლა თქვით, რომ კითხვის ნიშნები გაქვთ
რობაქიძიდან-მოლაშვილამდე...
მაგრამ ვერ (არ) იტყვით!
იცი რატომ? იმიტომ, რომ თქვენ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი კი არა - მიშა გიყვართ! ალბათ, როგორც მამაკაცი მოგწონთ, ან არ ვიცი...
აბა მაშინ რას ნიშნავს „მე არ მჯერა რომ მიშამ ეს იცოდა“,
რა არ იცოდა?
ციხეებში რომ ადამიანებს ღირსებას ულახავდნენ და წამებით სულს ხდიდნეენ?
კაი, დავუშვათ არ იცოდა
ჯერ რას ქვია „არ იცოდა“, მაგრამ ნუ, დავუშვათ, ახლა ხომ იცის?
და რაღა ნამუსით უნდა ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება?
როგორ? განა მისი პასუხისმგებლობა არ არიის ის რომ „არ იცოდა“?
თქვე კაი ხალხო, სუპერმარკეტის მოლარეს რომ ორი ლარი გაეპაროს სადმე, იმას სამსახურიდან უშვებენ!
მასწავლებელს თუ გადაცდომა მოუვიდა, სკოლის დირექტორს ხსნიან სამსახურიდან;
ბანკის ვალი თუ დროზე ვერ გადაიხადე, თავმდებს აკისრებენ ვალდებულებას (რომელიც არაფერ შუაშია)
და
პრეზიდენტი ვიყო, ასობით დედამ ჩემი მმართველობის დროს შავები ჩაიცვას, იმიტომ რომ მათი შვილები ჩემმა რეჟიმმა დახოცა(!) და მე ამ დროს ჭურში ვზივარ, არ ვიცი რა ხდება
და რომ გავიგებ რაღანაირად მექნება გონორი და პრეტენზია-ისევ იგივე სკამზე დამსვან?
***
მე რომ შენს სადარბაზოში ყველა ბინაში რემონტი გავაკეთო, შპალერი გაგიკრა, ლამაზი ჭაღი დაგიკიდო...
სენსორებზე ლიფტი გაჩუქოთ
მერე გავიდე და შენს მეზობელს ცოლი გავუუპატიურო, შვილი მოვუკლა..
და თან ეს ყველაფერი კამერით გადავიღო..
-რადგან შენ არ შეგეხე, დაიფიცეებ ამის მერე ისევ ჩემს მზეს?
შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია!
***
წამყვანი ჟურნალისტი (მებრძოლი ინგა) არის მხარე; პარტიის რუპორი!
და ეს ჟურნალისტი მე დღეს თავს მამადლის რომ ის წარმოადგენს „თავისუფალ მედიას“
მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?
ნანული ჟორჟოლიანმა გამოგვიცხადა რომ „თუ მიშა აღარ იქნება, ქვეყანაც ნუღარ იქნებაო“!
ვიღაცა პატარა გოგო-ბიჭები დარბიან და მიკროფონებს პირში ტენიან დედისტოლა ქალებს!
უზრდელობის, გაუნათლებლობის, უტიფრობის პიკია გარშემო;
ვიღაცა შარანგია (აზრზე არა ვარ ვინ არის, რა დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე, რა გაუკეთებია რომ ამდენს ბედავს!!!!) წამოსკუპებულა და თურმე „მიშას შეცდომები ეპატიება, იმიტომ რომ საქმეს ვინც აკეთებს, შეცდომებსაც ის უშვებს“!
ვაიმე, ლაც მეუბნები გოგოო? გაცელდიი
-შეცდომაა? მის შვილს რომ ვინმემ დუბინკა გაუყაროს ანუსში (ღმერთმა დაიფაროს), აწამოს, ცემოს, მოკლას, სახურავზე შემოდოს-შეცდომაა გოგონიი???????????
***
ყველას გვინახავს ფილმები სადაც კრიმინალს ვინმეს, დამნაშავეს რომ ციხეში სვამენ-რაღაცნაირი თანაგრძნობის განცდა გიჩნდება, როცა ეს ტიპი ინანიებს და აღიარებს დანაშაულს (რაც არ უნდა ცუდი ტიპი იყოს)
და ასევე გვინახავს ფილმები სადაც დაჭერილი ვინმე მანიაკი ზის "კლეტკებში" და სასამართლოზე ხარხარებს, მის მიერ მოკლული გოგონების მშობლებს აბუჩად იგდებს; არ აღიარებს დანაშაულს;
და ამ დროს ამ ვიღაცა პერსონაჟის მიმართ გვიჩნდება საშინელი აგრესია, გვეზიზღება, ვმწარდებით...
სხვას რას აკეთებს დღეს სააკაშვილი?
***
ეგ რომ კაცი იყოს, „სგუშჩონკის“ ბანკებთან ერთად ტრაილერით კი არ შემოიძურწებოდა ქურდულად და ბანძურად!
ჩამოვიდოდა, ჩაჯდებოდა, მოიხდიდა სასჯელს
და ადამიანობის ნატამალი რომ გააჩნდეს
იმ ბიჭების დედების რომ ოდნავ რცხვენოდეს
და ერთი ბეწო პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს
კი არ იშიმშილებდა, ამ ცირკს კი აღარ მოაწყობდა
და იმ თავის ხელის ბიჭებს (გვარამიებს და ვიღაცა ნაყიდ შნირებს) კი არ მისცემდა ქვეყნის საზიანო მითითებებს
იჯდებოდა კაცურად და წლების მერე რომ გამოვიდოდა, იქნებოდა ჩემს თვალშიც კი რეაბილიტირებული ტიპი!
მაგრამ სად შეუძლია აბაა?
არ ვუსურვებ სიკვდილს, არც უბედურებას;
არ ვარ ბოროტი;
მის მომხრეებს მინდა გკითხოთ:
რა გიყვართ მასში?
გასაგებია, რომ არ მოგწონთ დღეს: გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული წამლები, ბენზინი... კიდევ, ალბათ, ბევრი რამ არ მოგწონთ, მაგრამ ამის გამო როგორ უნდა ინატრო კაცი, რომელიც სისხლში ტივტივებს და რაც მთავარია-თავს დამნაშავედ არ ცნობს!!!!!!
მიშაში რა გიყვართ?
- თქვენი შვილები რომ არ დახოცა-ეეგ?
ჯვარი სწერია ყველას შვილს, მის შვილებსაც...
***
ღმერთმა ადამიანს მისცა სინანულის შეგრძნება, ყველა ვაშავებთ, მეტნაკლებად და როცა მე შენ გატკენ, თუნდაც ჩემდაუნებურად და მერე მოგიტრიალდები და დაგცინებ, გონორით დაგელაპარაკები, არაფრად ჩაგაგდებ და ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ, მაშინ იცოდე, რომ ჩემში ადამიანი მოკვდა, რომ ვარ ფიზიკურად ცოცხალი, ოღონდ ვარ ღორი.
ბინძური, ტალახში ამოსვრილი ღორი და ჩემზე უარესი მხოლოდ ისღაა, ვინც უკანალზე მკოცნის, მაქეზებს და მაქებს.
აი, ეხლა გინდა წამშალეთ, გინდა დამტოვეთ...
იმდენი მყავს და მაქვს ამ ცხოვრებაში დაკარგული, როგორმე მოგინელებთ.
ცხადია, ეს არ ეხება ჩემი ბავშვობის მეგობრებს.
ეს ის სიყვარულია, რომელიც ყველას და ყველაფერს წონის, რა ვქნა...
***
დაბოლოს: ერთი ბიჭიც რომ მოეკლათ მის მაღალჩინოსნებს მისი პრეზიდენტობის დროს, მას ამის მერე - მორალური, ადამიანური, კაცური უფლება აღარ აქვს კიდევ ამ სკამზე აბობღდეს!
შუაღამეა. ვზივარ და მეფიქრება, როგორი ბოროტი ძალა უნდა იყო, რომ აი, ასე ორად გაგვხლიჩო ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან გასაყოფი და საჩხუბი არაფერი გვქონდა, ისეთი მურტალი რეჟიმის დროსაც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი...
დავიღალე!!!
/ აკაკი ბაქრაძე „ივერია ექსპრესი“ 02.03.1993 წ /
(ადრე როცა დუღდა ეს საიტი, მაშინ აქაურებს ამ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია)
ჯერ შესავალისთვის
შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო
სად აღარ გხვრეპდა. შავი ყორანი
...........................................................
...........................................................
გზადაგზა გსვამდნენ........
................................................
ჯამიდან ჯამში, ხაპიდან ხაპში
ღვრიდნენ და რყვნიდნენ
რყვნიდენ და ღვრიდნენ.....
..................................................
ხოოდა ამ ყველაფრის მერე, რად გიკვირს, რომ ეგ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში ჩვენი სისხლის გამოძახილია? ---- ჩვენია, ჩვენი..... ჩვენი სისხლია და ჩვენი ხორცი, რომელიც დღეს აი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია
ბაქრაძე ამბობდა ხოლმე ......
საუკუნეების მანძილზე ათასი გაჭირვება--უბედურების გამო, დამპყრობლების უღელ ქვეშ მყოფი ერი, სულიერად და მორალურ--ზნეობრივად ,,ჭუჭყიანდება,, ხოლმეო. ის დამპყრობლები ერის ზნეობრივ მორალურ დაცემა-- გადაგვარებას ყველანაირად უწყობდნენ ხეელსო --სხვადასხვა ხერხით
ყველა მათგანი სათავისოდ ცდილობდა ერზე ზეგავლენა მოეხდინა, რომ თავის ჭკვაზე მოექციაო....ანუ ერში ისეთი თვისებები ინერგებოდა (გამყიდველობა, შური, ბოღმა წაქეზება.......) რომელიც მათ ბატონობას საფრთხეს არ შეუქმნიდაო..
.ასე ნელ ნელა ინერგებოდა ერში ყველანაირი უარყოფითი თვისებები, ასე თანდათანობით იცვლებოდა და გვარდებოდა ერის ცნობიერება, მენტალობა და ზნეობრივ --მორალური თვისებები
ამიტომ როცა შიგა და შიგ პერიოდულად საქართველოში სიმშვიდე ჩამოვარდებოდა ხოლმე, ერზე მზრუნველი პატრონი(ანუ მეფეო) ყოველთვის ცდილობდა ერის სულიერ და ზნეობრივი მდგომარეობის გამოსწორება--გაჯანსაღებასო ....ანუ ერიდან იმ უარყოფითი თვისებების აღმოფხვრას რაც ერისთვის დამაზიანებელი იყოვო...
ყველაზე ხშირად მაგალითისთვის აღმაშენებელი მოჰყავდა ხოლმე და კიდევ ვახტანგ მეექვსის ,,სამართლის წიგნი,, ორივე მეფე ერის სულიერ, მორალურ--ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის ყველაფერს აკეთებდაო.. ..(სხვათა შორის ის ,,სამართლის წიგნი,, საქართველოში მეფის რუსეთის დროსაც კი ძალაში იყო)
ხოოდა სწორედ აი ის საუკუნეების მანძილზე ჩაგროვებული ბოღმა, შური და ბოროტება ტრიალებს ეხლაც ერში, რომლის აღმოფხვრისათვის ბოლო საუკუნეების მანძილზე არავის არ უზრუნია ...
.ან კი ვინ იზრუნებდა ერის სულიერი გაჯანსაღებისათვის ..... კომუნისტებიიი?---
თუმცა კი, ზოგადად რომ ვთქვათ, თუნდაც კომუნისტების დროინდელი ერის სულიერი და მორალურ---ზნეობრივი მდგომარეობა, დღევანდელთან შედარებით გაცილებით, გაცილებით მაღალ დონეზე იყო........მაშინ საზოგადოებაში რაღაც გარკვეული მორალურ ზნეობრივი ნორმები მოქმედებდა... ..... ყველა ცდილობდა რომ საზოგადოებაში არსებული თუნდაც ის მაშინდელი ნორმები დაეცვათ. მაშინ რაღაცა მორიდება იყო, შურის, ბოღმის, ბოროტების ასე იავნად დემონსტრირებას ვერ ბედავდნენ, იმიტომ რომ მაშინ საზოგადოებაში ეს ყველაფერი გაკიცხვის საგანი ხდებოდა და ამას ყველა ერიდებოდა......
მაშინ ბოზობა, ჩათლახობა, მამაძაღლობა გრეხად ითვლებოდა.. ესე ერთი ხელის დაკვრით ვერ ბედავდნენ თავიაანთი უარყოფითი თვისებების გამარიაჟება--გამოაშკარავებას
არა....... როგორ არა ....... მაშინაც იყვნენ ბოზები, ჩათლახები, ბოროტები, შურიანები, ქურდები მამაძაღლები, მაგრამ დღევანდელთან შედარეეეებით----- ისინი ანგელოზები იყვნენ......
უბრალოდ მაშინ გარემო იყო ისეთი, გარემო რომ ასეთი უარყოფითი თვისებების სახალხოდ გამოვლენას, ყველა ერიდებოდა....ბევრი შეიძლება გულში სუ ჩათლახიც იყო, მაგრამ ირგვლივ დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების გამო (რომ არ გაეკიცხთ) ,,პიდარასტობების,, (უარყოფით თვისებების) გამოვლენას მაშინ მაინც ყველა ერიდებოდა --თავს იკავებდა - მალავდა...ამით საზოგადოება მხოლოდ იგებდა
ანუ მაშინ რაც იყო და როგორც იყო, ხალხი ძირითადად საზოგადოებაში არსებული ვითარების(ზნეობის) შესაბამისად იქცეოდა ..
ანუ ჩემებურად რო ვთქოთ პავლოვის მეთოდი მოქმედებდა---რაც გარემო იყო ხალხიც, ისე იქცეოდა
მაშინ უარყოფითი შეკავებული იყო, ჩაბუდებული....დროს ელოდებოდა რომ ამოეხეთქა
ხოოდა აი დღევანდელი დღეს.......რაც კი ერში ჩაგროვებულ--დამალული უარყოფითი თვისებები იყო, სუ ერთად ამოხეთქა....,,მეგობრების,, (ქუნემ ეგეთი მეგობრები) აქტიური დახმარებით, ისეთი გარემო შეიქმნა, ისეთი, რომ სინდის--ნამუსი, ზნეობა --მორალი ზედმეტი ბარგი გახდა,..... არავინ აღარაფერს არ ერიდება, ყველამ თავისი ქვენა გრძნობები (ჩემებურად ჩათლახობები) აქტიურად გამოავლინა, ყველამ თავის გენში არსებული უარყოფითი თვისებები სუ ნაპორით გადმოაფრქვია ....სუ გამოჩნდა ვის რა ააქვს სულში ....
ისევ ბაქრაძისეულს ვიტყვი
ასე ამბობდა........ ეხლა ზღვა ღელავს და ფსკერიდან ზედაპირზე ნაგავი და ჭუჭყი ამოაქვსო ....და რაც უფრო დიდი ღელვა იქნება, მით უფრო დიდი სიღრმეებიდან ამოიტანს ნაგავს და ჭუჭყსო, უფრო დიდი ხნის ჩაძირულ--ჩამარხულსო........მერე როცა ღელვა დამთავრდება ამ ნაგავს ზღვა სუ ნაპირზე გამორიყავსო....... აი ზუსტად მაშინააა საჭირო ერთი ,,კაი დამლაგებელი,,, (ერის პატრონი) რომ ის ჭუჭყი მოაგროვოს და დაწვას.......ანუ მერე აუცილებლად სახალხოდ უნდა გაირკვეს რაა არის ცუდი და და რაა არის კარგი...(ალბათ დასასჯელიც უნდა დაისაჯოს)..ანუ უნდა მოხდეს მორალურ--ზნეობრივი ნორმების განხილვა--- განსჯა..აი იმას ეძახოდა ის კაცი ერის სულიერ და ზნეობრივ--მორალურ გაჯანსაღებას
ზუსტად ესეა ............. რაც უფრო დიდი ღელვაა, მით უფრო დიდ უარყოფით თვისებებს გამოამჟღავნებენ ეს ცხვრის ქურქში გადაცმული ,,კეთილშობილი ხალხი,, რომლებიც თურმე სინამდვილეში თავიააანთი მგლური ბუნების გამოსავლენად, შესაფერის დროს და გარემოს ელოდებოდნენ..
ამიტომ ეს დღევანდელი ვითარება სადღაც კარგიცაააა...............,,მგლების,, გამოვლენას უწყობს ხელს....
ანუ თუ ვინმე ოდნავ მაინც იყო ,,მგლის გენისა და ჯიშისა,, ყველა გამომჟღავნდა
აი ზუსტად ესაა ის გენი, რომელიც საქართველოს საუკუნეების მანძილზე შიგნიდან მტრობდა, ჭამდა და ხრავდა
ხოოდა ზუსტად ის გენია აკუმულირებული ამ ნაცებში (და მათ მიმდევრებში) იმიტომაც არიან ესენი სისხლისმსმელები და ლეშიჭამიები..
იმიტომაც ვერ ისვენებენ.....სისხლი სწყურიათ, სისხლი