გია ვოლსკი:  სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს, რომ ის არის ქვეყნის დამფუძნებელი, ლინკოლნი თუ ვაშინგტონი

გია ვოლსკი:  სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს, რომ ის არის ქვეყნის დამფუძნებელი, ლინკოლნი თუ ვაშინგტონი

ადამიანურად რომ ვთქვა, სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკოლნი თუ ჯორჯ ვაშინგტონი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობა არის ბერკეტი იმისათვის, რომ ვითარება დაიძაბოს და უმართავ პროცესებში გადავიდეს.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შიმშილობა მექანიზმია, საკმაოდ საეჭვო არის შიმშილობის პროცესიც, ბევრი კითხვაა ამ საკითხზე. ადამიანურად რომ ვთქვა, შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს იმაზე, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკოლნი თუ ჯორჯ ვაშინგტონი. ოპოზიციას მისცეს საშუალება იმუშაონ პარლამენტში, საკრებულოებში,"- განაცხადა ვოლსკიმ.