აკაკი ბობოხიძე: შიდა პროტესტით და საერთაშორისო წნეხით უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს

აკაკი ბობოხიძე: შიდა პროტესტით და საერთაშორისო წნეხით უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს

ჩვენ მოგვიწევს კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რათა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით.

„ოპოზიცია ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული. მათ შორის, ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბობოხიძემ.

amo შენ დაუკარ!
3 წლის უკან
Katana . ეს "ვადამდელი არჩევნები" რომ აგიხირებიათ... და ამ დროს, ისევ რომ წააგოთ , მერე რას შვრებით?
ისევ მოხროვდებით რუსთაველზე და ისევ აღავღავდებით - არჩევნები გაგვიყალბესო, ხო? (ხომ არ არსებობს ვარიანტი, რომ შეიგნოთ ოდესმე და ადამიანურად აღიაროთ - წავაგეთო?!).
და, როდემდე?!
ჩვენ ყელში ამოგვიხვედით უკვე!
თქვენ არ დაიღალეთ?
არ მოგბეზრდათ?
ვაააა!..
ეს მოურჩენელ ჭირად შეეყარეთ ამ უბედურ ქვეყანას!..
3 წლის უკან