„ნაციონალების“ ჩანაფიქრი გაშიფრულია

„ნაციონალების“ ჩანაფიქრი გაშიფრულია

14 აპრილს დაანონსებული პოლიტპატიმრების აქცია არ ჩატარდება. ორგანიზატორები მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას ასახელებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა კაკაბაძე ამბობს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა ახალგაზრდების სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც დავალებული აქვთ ვითარების ესკალაცია.

დავალება კი, კაკაბაძის თქმით ასეთია - „ჯგუფი, რომელიც შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, დაკომპლექტებულია მათი აქტივისტებით. რომლებსაც აქვთ სპეციალურად შექმნილი დროშა და ე.წ. „პლაკატები“. გარდა ამისა, ამ ახალგაზრდებისთვის შეძენილია მაისურები.

ისინი გეგმავდნენ ჩვენს აქციაზე შემოსვლას და შემდეგ, უკვე, 19 აპრილს იგივე ჯგუფი მივიდოდა „ნაციონალების“ აქციაზე და მოაწყობდნენ პროვოკაციას. ამით მოხდებოდა მათი ჩვენს ორგანიზაციაში იდენტიფიცირება.

ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ შემდგომ ეთქვათ, კაკაბაძე არის კრიმინალი და, რომ პოლიტპატიმრები არიან კრიმინალები. იცით, რომ ვანო მერანიშვილა გააკეთა ეს განცხადება. არ ვაპირებ მათ პროვოკაციაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენი მოთხოვნაა რეჟიმის გასამართლება,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლელებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

რაც შეეხება აქციის თარიღს და ადგილს, for.ge-ს ინფორმაციით, აქცია 21 აპრილს დინამოს სტადიონის ტერიტორაზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის, რომ აქცია სპორტის სასხლეში უნდა გაიმართოს, ნაწილი კი აქციის მონაწილეთა სიმრავლიდან გამომდინარე თვლის, რომ აქცია სტადიონის ტერიტორაზე უნდა გაიმართოს.

„გიდასტურებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციაა ჩვენთან. პირადად ჩემი აზრია, რომ აქცია გაიმართოს სპორტის სასახლეში. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, კარგი იქნება დინამოს სტადიონის ტერიტორია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ დინამოს ხელმძღვანელობასთან.

სპორტის სასახლე მირჩევნია იმ კუთხით, რომ იქ სამუშაო გარემოა, რადგანაც ჩვენ ვაფუძნებთ ორგანიზაციას მოძრაობა - „სამართლიანობის აღდგენისათვის“. აქ საჭიროა ხმის დათვლა, გვჭირდება ნოტარიუსი, ღია ცის ქვეშ ამ პროცედურების გავლა გაგვიჭირდება. რეგიონებიდანაც მოგვყავს ჩვენი მხარდამჭერები. ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია ამ აქციის მიმართ დაახლოებით 30-35 ათას ადამიანს ველოდებით,“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები ყოფილი პოლიტპატიმრები არიან.

„8 თებერვალს ვიხილეთ, თუ როგორ მოექცევა საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ თუკი ისინი ქუჩაში შეხვდებიან. მათ ჩაქოლვა ემუქრებათ. ხელისუფლებამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მოსახლეობაში უსამართლობის განცდა არ იყოს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ჩაქოლვის სურვილი არ გაუჩნდეთ. ამ აქციის ორგანიზატორი ყოფილი პოლიტპატიმრები არიან, მაგრამ აქციაში მონაწილეობას ყველა ის ადამიანი მიიღებს, ვინც მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს,“ - ამბობს ნანა კაკაბაძე.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ შეკრების მთავარი გზავნილი იქნება, რომ პარლამენტმა გასული 9 წლის და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ქმედებების შეფასება მოახდინოს.

„უსინდისობის მედლებს შევქმნი და გარკვეულ პიროვნებებს დავურიგებ,“ - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

პოლიტპატიმარი მიხეილ ცირიკაშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა და იმ რეჟიმის გასამართლება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

„ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს. ყველა ის პირი, ვინც მაწამებდა, ვინც უკანონოდ დამაკავა, დღეს ისევ თანამდებობაზე რჩებიან. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ვოვა ჯუღელმა დამაკავა, ახლა სოდ-ში მუშაობს. პროკურორი დავით ხიზანიძე და პროკოფი ჭაკვეტაძე ისევ პროკურატურაში მუშაობენ, ალბათ, ისევ უკანონო გადაწყვეტილებებს ღებულობენ.

ისევ მოსამართლეა დალი მეტრეველი, რომელმაც სასამართლოზე დამცინა ნაწამები რომ მიმიყვანეს, - კიბეზე დაგორდიო მითხრა ამ ქალბატონმა. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გასამართლდება,“ - უთხრა for.ge-ს მიხეილ ცირიკაშვილმა.

იურისტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალების“ მთავარი სამიზნე შს მინისტრია.

„არ გამოვრიცხავ, რომ აქციის გადადების მიზანი ეს ყოფილიყო. 19 აპრილის „ნაცმოძრაობა“ ახდენს ძალის დემონსტრირებას, რომ არიან ამ ქვეყანაზე და რაღაცას წყვეტენ, რომ ჩვენ კარგად ვართ და ესენი პუტინის ჯაშუშები არიან. მათი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ესენი ეძენებ პროვოკაციას. შესაძლებელია, აქციის გადადების ერთ-ერთი მიზეზი ეს ყოფილიყო.

გახსოვთ, შევარდნაძის დროს რა მოხდა? მაშინ თავისუფალ სიტვაზე ზეწოლად შეაფასეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური შემოწმება. ეს პროცესი მათ გამოიყენეს და მაშინ შს მინისტრი კახა თარგამაძე გადადგა და დაიწყო ხელისუფლების ჩამოშლა. ანალოგიური ვითარებაა ახლაც. „ნაცმოძრაობის“ მთავარი სამიზნე შს მინისტრია, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს ივანიშვილთან, ერთ-ერთია ვისაც ივანიშვილი ბოლომდე ენდობა.

მათი მიზანია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს შს მინისტრის კომპეტენცია. რომ კრიმინალს ვერ ართმევს თავს, რომ ვერ უზრუნველყოფს წერიგს. თუ ეს გაუვიდათ მიაღწევენ იმას, რომ სააკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას და გადააყენებს შს მინისტრს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შს მინისტრი, თუნდაც ეს იყოს კოალიციაში შემავალი პარტიის ნებისმიერი წევრი. მთავარია, არ იყოს ივანიშვილთან დაახლოებული პირი. ამით ივანიშვილს ეცლება შს სამინისტრო ხელიდან. ამას კი ისე შეფუთავენ, რომ ნაკლებად გამოიწვიოს უცხოელების გაღიზიანება. გახსოვთ რა პროვოკაცია მოაწყო 8 თებერვალს „ნაცმოძრაობამ“. ანალოგიური პროვოკაციისთვის ემზადებიან ახლა. ამ ეტაპზე, მათი ერთ-ერთი მათავარი სამიზნე არის ღარიბაშვილი, რომელსაც ბოლომდე ენდობა ივანიშვილი,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.