რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ოპოზიციის ლიდერები დღევანდელ შეკრებაზე გამოაცხადებენ სამოქმედო გეგმას.

აქციაზე იმყოფება ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელმაც  განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ არჩევნების გაყალბება, ეს იყო კომპლექსური საკითხი, სადაც არჩევნებიც გაყალბდა, იყო ძალადობას, მოსყიდვა და შანტაჟიც.

თბილისის ვიცემერობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ მას აინტერესებს საზოგადიების და არჩეული დეპუტატების აზრი. ხაზარაძის თქმით, საკრებულოებისა და პარლამენტის ბოიკოტირებაზე გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან ერთად უნდა მიიღონ.