თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე facebook -ის გვერდზე წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგო გულორდავას განცხადებას ეხმიანება, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ კონკურენტს ულოცავს.
,,მერობის ასეთი ღირსეული კანდიდატები გვყავდა ყველგან, გამარჯვებაც და დამარცხებაც ღირსეულად მიიღეს, ძალიან დიდ პატივს გცემ და გაფასებ ჩემო ძმაო, სულ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყოველთვის!’’