დავით ქართველიშვილი: წალენჯიხაში წაგებულმა გოგა გულორდავამ გია ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა. ამით, მან საკუთარი ღირსება გამოააშკარავა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი აჩვენა

დავით ქართველიშვილი: წალენჯიხაში წაგებულმა გოგა გულორდავამ გია ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა. ამით, მან საკუთარი ღირსება გამოააშკარავა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი აჩვენა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მიერ კონკურენტისთვის მისალოცი ტექსტის გამოქვეყნება დემოკრატიის მაგალითია. 

,,წალენჯიხაში წაგებულმა გოგა გულორდავამ არჩევნებში გამარჯვებულ გია ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამით, მან ოპონენტებს მცირე მასტერ-კლასი ჩაუტარა. მან საკუთარი ღირსება გამოააშკარავა, ჭეშმარიტი დემოკრატის თვისებები და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი წარმოაჩინა. ანუ, ყველაფერი ის - რასაც პოლარიზებულ საქართველოში დასავლეთი გვიწუნებს. ა, ბატონო - გაეცანით. მართალია, ეს ორივე მხარეს არ ეხება - მაგრამ ერთ-ერთ მხარეს მაინც ნუ გაუტარებთ, აღნიშნეთ მაინც. ყოჩაღ გოგა!’’