მთავრობა სოფლის მეურნეობისადმი “ლიბერალურ” მიდგომას იჩენს, პრეზიდენტი მინისტრისადმი - ანტილიბერალურს. თუმცა, არავის ეგონოს, ბაკურ კვეზერელი იმის გამო შეახურეს, რომ მთელი დარგი განადგურების პირასაა, პრეზიდენტი ერთი კონკრეტული ინვესტიციის დაკარგვამ აღაშფოთა.
ახალ საგადასახდო კოდექსში სოფლის მეურნეობის პირველად მიწოდებასთან მიმართებაში გადასახადისგან გათავისუფლებისთვის შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი გაორმაგდება. მთავრობა და პარლამენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოდექსის მეორე მოსმენით მიღებამდე შეთანხმდა.
ამჟამინდელი ნორმით, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება. ესეც იმ შემთხვევაში თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად კი, ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
საგადასახადო კოდექსში აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით ცვლილება ყოველ წელს შედიოდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირების გადასახადისგან გათავისუფლების ნორმა ყოველ წელს, მხოლოდ ერთი წლით მიიღებოდა და შემდეგ, მისი გადავადება ხდებოდა.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, კანონში ვადასთან დაკავშირებით დათქმა აღარ იქნება და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებულისთვის მიცემული ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადისგან უვადოდ გათავისუფლდება.
მთავრობა სოფლის მეურნეობისადმი ლიბერალურია, მაგრამ პრეზიდენტი მინისტრისადმი - ანტილიბერალური. მთავრობის სხდომაზე სხდომაზე პრეზიდენტი სოფლის მეურნეობისსამინისტროს დახურვით დაემუქრა.
ბაკურ კვეზერელის უწყებამ მიხეილ სააკაშვილისგან ღიაკრიტიკა სოჭის ხეების პროექტის გამო დაიმსახურა. პრეზიდენტისთქმით, ქართული ნაძვი მთელ ევროპაში პოპულარულია და მათი მოყვანა ქართული თესლით ხდება. მისი განცხადებით, იყო სურვილი ქართული ნაძვის ხეები საქართველოში მოეყვანათ და ექსპორტიც აქედან განხორციელებულიყო. თუმცა, პრეზიდენტის მტკიცებით, იდეის ავტორებმა დიდი მცდელობის მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან რჩევა ვერ მიიღეს.
“მაშინ რაში მჭირდებით. მოდი, ხვალ დაგხურავთ, თუ მარტოიმისთვის ხართ, რომ ქაღალდებით პინგ-პონგი ითამაშოთ. დაგხურავთ და მეტი ფული გვექნება სხვა პრიორიტეტებისთვის. საწარმოს ავაშენებთ იგივე ნაძვის ხეების საწარმოებლად. იგი უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს ბიუჯეტში ვიდრე სამინისტრო. მართლა მოვიქცევი ასე თუ უფრო არ გააქტიურდით”, - მიმართა პრეზიდენტმასოფლის მეურნეობის მინისტრს.
როგორც დარწმუნდით, სააკაშვილი იმაზე კი არ წუხს, რომ სოფლის მეურნეობა განადგურების პირასაა და ქვეყანას თავისი სამყოფი კომბოსტოც კი ვერ მოყვანია. პრეზიდენტი ფულის დაკარგვამ აღაშფოთა, რადგან ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია, ყველაფერი ამ საზომით იზომება. სწორედ ამას ვერ პატიობს მიშა ბაკურს თორემ არცერთს არ აინტერესებს, რომ გლეხს არც ტექნიკა აქვს, არც ფული, არც საკრედიტო რესურსი, დაზღვევა თუ წამლეკავი იმპორტისგან თავდაცვის რაიმე საშუალება. და, საერთოდ, საქმე იქეთკენ მიდის, რომ მალე აღარც გლეხი იარსებებს.სააკაშვილი იმაზე კი არ წუხს, რომ სოფლის მეურნეობა განადგურების პირასაა და ქვეყანას თავისი სამყოფი კომბოსტოც კი ვერ მოყვანია. პრეზიდენტი ფულის დაკარგვამ აღაშფოთა. რადგანაც ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია.სააკაშვილი იმაზე კი არ წუხს, რომ სოფლის მეურნეობა განადგურების პირასაა და ქვეყანას თავისი სამყოფი კომბოსტოც კი ვერ მოყვანია. პრეზიდენტი ფულის დაკარგვამ აღაშფოთა. რადგანაც ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის რომელიმე მინისტრი დარგში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო გაეკრიტიკებინოს, მაგრამ როდესაც საქმე ფულს (ე.წ. ინვესტიციას) ეხება, აქ სააკაშვილი არავის დაზოგავს.