ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამოწვეულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა.
„კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილი დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა იონსონმა.
დამკვირვებლის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო.
„ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი. მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ეს ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
ამასთან, მისივე თქმით, ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება.
„ეს ეხება მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას. 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. საოლქო-საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების 811 ხელახალი გადათვლა მოახდინეს. ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში ორი ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნობა დაინტერესებულ მხარეებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. მაგალითად, მართალია, გადათვლამ გააჩინა შედეგების ასახვის პროცესის ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა, სათანადო რეგულირების არარსებობის გამო, გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი.
ცესკო-მ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტური სრულყოფილად, ჩაშლილი შედეგები, მოსახმარად იოლი ცვლილების ფორმატში, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა. პირველი ტურის შემდეგ ცესკო-ში დაახლოებით 1 300 საჩივარი შევიდა. მათგან 900-ზე მეტზე გადათვლა იყო მოთხოვნილი, ძირითადად ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრისთან დაკავშირებული გასაჩვრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები მთლიანობაში იძლევა დროული რეაგირების შესაძლებლობას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტიკერიუმებს გადათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის. აგრეთვე, მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად, რაც ეწინააღმდეგება ოდირის მიერ უკვე მრავალგზის გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შედეგად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე სასამართლოს ფართო დისკრეცია ჰქონდა გადათვლის შესახებ მოთხოვნების განხილვისას.
საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა არჩევნების დღემდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აღნინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი პარტიების მოწოდებით ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იონსონმა.