„არჩევნები გაყალბდა“ - ეს ნიკა მელიას სიტყვებია. მელია შედეგებს არ აღიარებს, არც დამარცხებაზე საუბრობს. მან ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა და თქვა, რომ დღეს საღამოს რუსთაველის გამზრიზე აქცია გამართება.
„ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, იმისთვის, რომ გაგაცნოთ, თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა. თითქმის ყველგან, მათ შორის თბილისშიც, „ქართული ოცნება“ იგებს.
ანუ, ხალხი მომცემს თუ არა ხმას, მაგრად მკიდია, - გამარჯვებული მე უნდა ვიყოო!
ჰოდა, ვინც ძალით აპირებს იმის მიღებას, რაც კანონით არ ერგოთ, კახი კალაძემ, თავის დროზე, ზუსტად მიუთითა ლოკაცია, საიდანაც უნდა გამოექანონ.