"ოსკაროსანმა" მსახიობმა, ჯერემი აირონსმა Huffington Post-ს ინტერვიუ მისცა და ისეთ თემაზე ისაუბრა, რომელსაც, როგორც წესი, მისი კოლეგები გაურბიან ხოლმე. ვარსკვლავმა ერთსქესიანი ქორწინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბებული შეხედულება ამ თემაზე არ აქვს. ჯერემი ინცესტის თემასაც შეეხო.
"ვგონებ ახლა მხოლოდ სახელისთვის იბრძვიან. ძალიან მაწუხებს ის, რომ ქორწინების მნიშვნელობას ძირფესვიანად ვცვლით. ვნერვიულობ ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნავს მსახიობი.
მსახიობის აზრით, თუ ერთსქესიანი ქორწინება კანონიერი გახდება, მაშინ ინცესტიც შეიძლება აღარ ჩაითვალოს ამორალურად:
"თუ ასეა, მაშინ განა მამას და ვაჟიშვილს არ შეუძლიათ მეუღლეები გახდნენ? ურთიერთობა მამაკაცებს შორის ინცესტი არ არის. სისხლის აღრევამ შეიძლება გენეტიკურ დარღვევებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მამაკაცები ხომ არ მრავლდებიან. მაგალითისთვის, იურიდიულად ჩემთვის უფრო ადვილია ქორწილი გადავიხადო და ჩემს ვაჟიშვილზე დავქორწინდე და მთელი ჩემი ქონება დაბეგრვის გარეშე ვუანდერძო", - აღნიშნა მსახიობმა.
"სხვა ცოცხალ არსებასთან ცხოვრება - იქნება ეს ადამიანი თუ ძაღლი - შესანიშნავია. შესანიშნავია, რომ თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი ვინმე, ვინც შეგიძლიათ გიყვარდეთ. და ვგონებ, სექსი სულაც არაა მთავარი", - აღნიშნა მსახიობმა.