„მილანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა კლუბში არსებულ ფინანსურ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა, რაც გარკვეულწილად უკავშირდებოდა იმ ფეხბურთელებს, რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ.
როგორც გაზიდისმა აღნიშნა, ფეხბურთელები და აგენტები ისე იქცევიან, თითქოს კორონავირუსის პანდემია არ არსებობს და კლუბებს ფინანსური კრიზისი არ აქვთ.
„გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის. ადრე მოთამაშეებს არ სურდათ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა, ახლა კი კლუბები ფინანსურად უფრო პასუხისმგებელნი არიან და ფეხბურთელები და აგენტები ისე იქცევიან, თითქოს კორონავირუსის პანდემია არასდროს ყოფილა.
ზოგიერთ მოთამაშეს კონტრაქტის დასრულების შემდეგ წასვლა მოუწევს. ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებას გავაგრძელებთ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა კონკურენტუნარიანობას სერია A-სა და ევროპაში შევინარჩუნებთ. კლუბის ეკონომიკური სტაბილურობის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები. დიახ, შეიძლება რაღაც შეცდომები დავუშვით, მაგრამ ყველაფერი კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთებდა“, - თქვა გაზიდისმა.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯანლუიჯი დონარუმამ და ჰაკან ჩალჰანოღლუმ დატოვეს, ხოლო 2022 წლის ზაფხულში ხელშეკრულება ეწურებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ანტონიო მირანტეს, სიმონ კიაერს, ანდრეა კონტის, ალესიო რომანიოლისა და ფრანკ კესის.