„დღეს კრიმინალი პოლიტიკაშია თავმოყრილი, რასაც ადგილი არ ჰქონია არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც რეჟიმები გასამართლდა“

„დღეს კრიმინალი პოლიტიკაშია თავმოყრილი, რასაც ადგილი არ ჰქონია არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც რეჟიმები გასამართლდა“

„სააკაშვილი იმ რეჟიმის ავტორია, რომელმაც ათი ათასობით, ასი ათასობით ადამიანს უფლება შეუალახა“ - აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე. უფლებადამცველი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სანატორიუმის პირობებს იწუნებს, რომელიც სააკაშვილისთვის ციხეშია შექმნილი, ცალკეული პატიმრებისთვის კი განსაკუთრებული პირობების შექმნა დაუშვებელია, ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს ის მძიმე პირობები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებობდა საპატიმრო დაწესებულებებში.

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი იმ რეჟიმის ავტორია, რომელმაც ათი ათასობით, ასი ათასობით ადამიანს უფლება შეუალახა. ეს ადამიანები დღეს სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში არიან და ამ დროს, ჩვენ ავტეხეთ ამბავი, რომ ვაიმე, თურმე, სააკაშვილი შიმშილობს. ჯერ ერთი, როგორც შიმშილობს, ამაზე ინფორმაცია მიეწოდა მედიასაშუალებებს, რომ ის იკვებება თაფლებით, წვენებით და კაცმა არ იცის, კიდევ რა საშუალებებით. ის არ არის ადამიანი, რომ მართლაც შიმშილობდეს, მაგრამ თუნდაც რომ შიმშილობდეს, ციხეებში იცით, რამდენი ადამიანი შიმშილობს, სააკაშვილსგან განსხვავებით, რომელსაც მოთხოვნა არ გააჩნია? რა უნდა მოითხოვოს საკაშვილმა, ის, რომ არაფერი ჩამიდენიაო? ის, რომ გირგვლიანის მკვლელობა მის რეჟიმს არ უკავშირდება? გირგვლიანის მკვლელები რომ გამოეშვა ციხიდან, ოთხი კანონი რომ შეაცვლევინა პარლამენტს ერთ დღეში, ეს მასთან არაა კავშირში? ის, რომ ქვეყნის ტერიტორიები დაკარგა, მის რეჟიმს არ უკავშირდება? დღეს პრორუსობაზე რომ ლაპარაკობს, 100-ზე მეტი ჰესი თავად მიჰყიდა ოკუპანტ ქვეყანს, ეს არ არის მისი დანაშაულები? ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, სააკშვილის რეჟიმს უკავშირდება. საერთოდ, როცა ვინმე კითხვას სვამს, რატომ უნდა იხდიდეს სასჯელს სააკაშვილი, იქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რომელი ადამიანი უნდა იხდიდეს სასჯელს, ვინც ციხეში ზის და ვის აქვს იმასთან მიახლოებული დანაშაული ჩადენილი, რაც სააკაშვილს? ამაზე თუ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს პასუხი? დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ სანატორიუმის პირობებს იწუნებს, რომელიც სააკაშვილისთვის ციხეშია შექმნილი, არა ყველა პატიმრისთვის, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილისთვისაა სასათბურე პირობები შექმნილი, ეს სიზმრად თუ დაესიზმრებოდა რომელიმე პატიმარს იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ჩურჩულის ხმა რომ გასულიყო საკნიდან, შედიოდნენ და პატიმრებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. დღეს სააკაშვილი ციხის გისოსებიდან ღიმილით ელაპარაკება გარეთ მომიტინგეებს, ეს ხომ ცინიზმია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ეს ციხეები გამოიარეს?!

ამბობთ, რომ სააკაშვილს საპატიმროში სასათბურე პირობები აქვს შექმნილი, სხვა პატიმრებს იგივე პირობები არ გააჩნიათ, ეს კიდევ ერთი დარღვევაა ხელისუფლების მხრიდან, რატომ მიდის ხელისუფლება ასეთ კანონდარღვევაზე?

- რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სად წაუკითხიათ, რომ პრეზიდენტი არის კანონის ზემოთ? ყველა ადამიანი არის კანონთან თანაბარი. ასეთი აზროვნება უკვე დანაშაულია, ეს არ არის გაუნათლებლობა. მსოფლიო პრაქტიკაში ასზე მეტი პირია გასამართლებული. სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა. იმ დროს, როცა მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს, პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხხა სასჯელით არიან დაპატიმრებულნი, გასამართლებულნი. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრლდებებით, როგორითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, მსოფლიოში ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას რაღაც არაადეკატური რეაგირება მოჰყვა, ერთი მხრივ, მედიასაშულებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან. რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია ჩვენი სახალხო დაცველი, რომელიც უფლებამოსილებებსა და პოზიციებში ვერ გაერკვა.

აქედან გამომდინარე, ჩვენმა ორგანიზაციამ და პირადად მე, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ განგვემარტა, რა ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიუდგეს უფლებადამცველი ამ პრობლემას. ვიცით, რომ რეჟიმს, რომელსაც საკაშვილის სახელი უკავშირდება, ასობით, ათასობით ადამიანი ჰყავდა დაზარალებული, უფლებაშელახული. 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, ციხე, სასამართლოები, მათ თავიანთ თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით: ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები, წამებით გამოწვეული გარდაცვალება, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა, დახვრეტა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ისეთი ადამიანებისა, რომელთა წიანაღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ იყო აღძრული, გამოძიებებიც კი არ იყო დაწყებული და ხელისუფლება მათ პირდაპირ, უაპელაციოდ „კრიმინალებს“ ეძახდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, ვისზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ.

ამას ემატება ომის პროვოცირება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს განახორციელა და რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლინობის დაკარგვა მოჰყვა. დღეს საშიშია იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა იყო ინსპირატორი ამისა, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ბრიუსელში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ამას მოაწერა ხელი სააკაშვილის გუნდმა და საქართველო ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ის იძულებული იყო, საერთაშორისო სასამართლოების დონეზე თუ ქვეყნის შიგნით ემტკიცებინა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ეს იყო ჩვენი ტერიტორიები და, რომ რუსეთის შემოჭრა იყო აგრესია, რაც უნდა პროვოკაცია გამოეწვია სააკაშვილს, ომი რუსეთის მხრიდან იყო დაწყებული. ესეც კი სამტკიცებელი გახდა იმ ფონზე, რა რეზოლუციასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ასეთივე დიდი დანაშაული იყო ქვეყნის წინაშე, როდესაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კაპიტულაცია იყო. დღე-ნახევრიანი ომის შემდგომ, მან გამოაცხადა, რომ ნებდებოდა და საქართველოს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ საქმე გვქონდა არა ტერიტორული მთლიანობის დაცვასთან, არამედ – აბსოლუტურად სხვა რამესთან, რასაც ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ.

მაგრამ, „ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულმა კოჰაბიტაციამ გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია და დააბრუნა ისინი პოლიტიკაში, ის ბრალდებები, რაც ყოველი არჩევნების წინ გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?

- კოჰაბიტაციურმა პოლიტიკამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, ეს დასავლეთის ზეწოლით იყო თუ არ იყო, ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ნამდვილად „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამან მოგვიტანა ის შედეგები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი დაუსჯელები დარჩნენ. მთლიანად მათი პარტია უნდა ჩამოშორებულიყო პოლიტიკას. ამის მაგივრად რამდენიმე პირის, შეიძლება ითქვას, ათამდე პირის გასამართლება მოხდა იმ შედარებით მსუბუქი ბრალდებებით, რაც მათ ჰქონდათ ჩადენილი. საზოგადოებაში ამან გარკვეული უკმაყოფილება და ანტისახელისუფლებო განწყობები გამოიწვია. დღეს, როცა არჩევნების წინ ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ მისი არასწორი პოლიტიკით, არასწორი კოჰაბიტაციით და „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, თანდათან კარგავდა ამომრჩევლებს, დააპირა მოქცეულიყო სამართლის ჩარჩოებში და, როდესაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ და უზნეოდ გადმოკვეთა, ის დაპატიმრებული იქნა.

ის, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ყველამ ვიცით, ის ტრაილერით შემოიპარა. ათმაგად უზნეობაა ის, რომ სააკაშვილი არ იყო ჩვეულებრივი პირი, ის ოდესღაც პრეზიდენტი იყო, სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, სადაც შენ ქვეყნის პირველი პირი იყავი, მაწვნებსა და არაჟნებთან ერთად შეიპარები. ანუ ეს, ერთი მხრივ, სიმხდალეა, რომელიც სააკაშვილმა არამარტო მაწვნებსა და არაჟნებთან ერთად აჩვენა, არმედ კუშნერთან ერთად მთელს მსოფლიოს დაანახა, როდესაც ჩვენი ქვეყანა რუსეთს ებრძოდა. ვნახეთ, როგორ აძლევდა ინტერვიუს კუშნერი და ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი როგორ ფორთხავდა საკუთარ მიწაზე. ეს ყველაფერი ერთიანობაში საერთაშორისო დონეზე საქართველოს ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდა. მაგრამ ამის გააზრება და რეაგირება არ იყო ადეკვატური, არც საზოგადოების, ვგულისხმობ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, ოდესღაც ხომ უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ მართლაც უნდა იზეიმოს ამ ქვეყანაში? იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის მანძილზე უხეშად ერღვეოდათ თავიანთი უფლებები, იყვნენ ნაწამები, იყვნენ ჩახოცილები ქუჩაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყვნენ ქონებაჩამორთმეულები და გაკულაკებულები, ოდესღაც ხომ უნდა ნახონ სამართლიანობა? ვთქვი და გავიმეორებ, 101-მა, ქვეყნის პირველმა პირმა, პრეზიდენტმა და პრემიერმა უკვე აგო პასუხი, სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი ასევე გასამართლებული იქნა. ის, რომ საქართველოში კრიმინალი შეიძლება, იყოს მხარდაჭერილი და პოლიტიკით „დაკრიშული“, ძალიან ცუდი პრეცედენტის დანერგვაა. დღეს ამ მიდგომებმა, ტელევიზიების აქტიურობამ და სამოქალაქო საზოგადოების მიყრუებამ გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენთვის უკვე გაუგებარია, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, რას ნიშნავს კრიმინალი და ამ ცნებების აღრევა ხდება. ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ადამიანის უფლებებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის დანაშაულებები უკვე გავიგეთ რაც არის, მაგრამ სად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმ გამოუძიებელ საქმეებზე, რომლებიც წლებია უკვე თაროზე დევს, ვის უნდა დაეკისროს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, მთავარ პროკურორებს ვინც ამ წლების განმავლობაში იცვლებოდნენ, ცალკეულ მინისტრებს, თუ ბიძინა ივანიშვილს? და, პასუხისმგებლობის ფორმა რა უნდა იყოს, მარტო სიტყვიერად იმისი აღიარება, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს არ არის საკმარისი...

- პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელმაც მიიღო ეს ქვეყნისთვის საზიანო კოჰაბიტაციის გადაწყვეტილება. ეს არ იყო ერთი კონკრეტული პირის, ან პირთა მცირე ჯგუფის მიმართ საზიანო გადაწყვეტილება, ეს იყო მთელი ქვეყნისთვის საზიანო და იმიჯის დამაზიანებელი. ამაზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ასეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება იყო არა მარტო ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი, არამედ ქვეყნის მომავალი პოლიტიკისთვის, დღეს გაჩნდნენ პოლიტიკაში ხაზარაძეები, და სხვები. ფაქტობრივად, დღეს კრიმინალი პოლიტიკაშია თავმოყრილი, იმიტომ, რომ მათ სასათბურე პირობები იგრძნეს კრიმინალისთვის, რასაც ადგილი არ ჰქონია არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც რეჟიმები გასამართლდა. ჩვენ არ უნდა შევქმნათ კრიმინალებისთვის პოლიტიკაში სასათბურე პირობები, ეს არის დანაშაული, მოვა ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, ვინც პასუხს მოსთხოვს იმ გუნდსაც, ვისაც თქვენ გულისხმობთ. ამაზე დიდი დანაშაული თვით ნაიონალებსაც არ ჩაუდენიათ.

ანუ, თუ სწორად გავიგე, პასუხისმგებლობის აღების ფორმა ეს იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა?

- რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზით და არა რყევებით და რევოლუციით.

 

Serapina მე მგონი, რეჟისორისა და სცენარის ავტორის მიზნები, თავად პოლიტიკურმა აქტიორებმა არ იციან... და მე რომ ვერ გავიგო, რა გასაკვირია?!
ერთი რამ, მაინც არ მასვენებს... დაწყებითის განათლების მქონე ადამიანისთვისაც კი დასანახია, რომ მთელი ეს, ბოლო 9 წელი (9 მდინარე,9 წყარო... ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი, ჩვენ შევიქენიტ უნიათოები) ოცნებამ , ნაციონალების ჯერ ერთი ნაწილი, როგორ შეისრუტა...და მეორე ნაწილი, როგორ ამოათრია წუმპედან...
ნაციონალებთან ტაკიმასხარაობაში გაიყვანეს დრო, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას და წინსვლას უნდა მოხმარებოდა...
არ მჯერა, რომ თავად ოცნების პოლიტიკურ აქტიორებს, ეს უვიცობით მოუვიდათ! მაშინ, გამოდის რომ მათ მორჩილება და თბილი სავარძლები არჩიეს, სახელმწიფოს სამსახურს. ყველას რომ გმირობას ვერ მოთხოვ, ესეც გასაგებია.
ახლა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
ვისაც ,უბრალოდ ,უკუღმა სიარულის სურვილი არ გვაქვს?
გამოდის, არჩევანი ისევ, ცუდსა და უარესს შორის გვაქვს...ასე უნდა რეჟისორს და სცენარისტს...

ღმერთი, ისე არ გამომიშტერო ჩემთვის ღირებული და ღირსეული რომ მგონია, ის ადამაინები... რომ იმას ვერ მიხვდნენ, რას ააააარ უნდა მისცენ ხმა!

მიჭირს,ახლა კორექტულად იმის თქმა,რასაც ვფიქრობ...
ყოჩაღ ბიძინა ივანიშვილს, ნასწავლი და არცთუუნიჭო ქალები ასე ზედმიწევნით კარგად რომ გაგვაცნო. ჭოხონელიძისაგან არ გამკვირებია...
აი, ხიდაშელი და ბესელია???
ა,კიდო ერთი პლიუსი სააკაშვილის. ის სრულიად უნიჭო და არმცოდნე ქალებსაც კი, ინდობდა...

პ.ს. ამ პაატა ბურჭულაძეს, რა ვალი აქვს ასეთი სააკაშვილის, ხატია რომ იღლიაში ამოუდვია და ქუთაისში, თეატრში მიუყვანია?!
2 წლის უკან