მარადონას ადვოკატი: „ოჯახის გადაწყვეტილება, დიეგო შინ დაეტოვებინათ, უცნაური იყო“

მარადონას ადვოკატი: „ოჯახის გადაწყვეტილება, დიეგო შინ დაეტოვებინათ, უცნაური იყო“

დიეგო მარადონას ადვოკატმა, მატიას მორლამ, ფეხბუთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლოში პირველი ჩვენება მისცა. მისი აზრით, ლეგენდარული მოთამაშის სიკვდილი არასწორმა მკურნალობამ და უყურადღებობამ გამოიწვია.

„ექიმებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. იმდენი ქნეს, რომ ბოლოს დიეგოს გული გაუსკდა. სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის ორგანიზმში ძალიან ბევრი სითხე დაგროვილიყო.

ასევე უცნაური გახლდათ ოჯახის გადაწყვეტილება მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ. მედიკოსები დიეგოს კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. 16 ნოემბერს, სიკვდილის წინა დღეს, შევამჩნიე, რომ საეჭვოდ უცნაური ხმა ჰქონდა. მაღალი და წყვეტილი, როგორც რობოტს. მისი ქალიშვიულები დალმა და ჯანინა კი მამას ყურადღებას არ აქცევდნენ.