მოტოროლერი Vespa, რომელიც წინა საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, იტალიაში შეიქმნა მსოფლიოში პოპულარობით დღემდე სარგებლობს. ამ სკუტერის თაყვანისმცემელთა შორის სხვადასხვა დროს ჩარლი ჩაპლინი, გრეგორი პეკი, კურტ რასელი, სტეფანო გაბანა, ნიკოლ კიდმანი და სხვა არაერთი გამოჩენილი ადამიანები გახლდნენ.
Vespa-ს სერიული გამოშვება 1946 წელს, იტალიურ ქალაქ პონტედერაში დაიწყო. მასზე მუშაობას იმ დროს ცნობილი კონსტრუქტორი კორადინო დ’ასკანიო შეუდგა. საბაზო მოდელად ამერიკული მოტოროლერი Cushman აიღეს. ამ სკუტერით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები დადიოდნენ. დ’ასკანიოს ამოცანა გახლდათ, რომ იტალიური მოდელი ამერიკულისგან განსხვავებით უფრო გაემარტივებინა.
ახალი სკუტერის განმასხვავებელ ნიშნად კომპაქტური ფორმები იქცა. საჭის ქვეშ ლითონის ფურცლები გაჩნდა, მძღოლის ფეხების ტალახისა და სისველისგან დასაცავად.
სკუტერი უზომოდ პოპულარული გახდა ფილმ „რომაულ არდადეგებში“ გამოჩენის შემდეგ. მსოფლიოში უამრავ ადამიანს მოუნდა, ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის დარად ემოგზაურა რომის გარშემო.
რამდენიმე წლის შემდეგ Vespa ხელოვნებაშიც გაერია, როდესაც სალვადორ დალიმ კუტურიეს ბეზინის ავზზე თავისი მეუღლის სახელი - Gala წააწერა. მოგვიანებით იტალიურმა სკუტერმა აშშ დაიპყრო. ამ პრიმიტიული სატრანსპორტო საშუალებით ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მგზავრობა დაიწყეს. Vespa-მ მთელი მსოფლიო თანდათან დაიპყრო. ყოფილ საბჭოთა კავშირში მისი ადგილობრივი ნაირსახეობა - „ვიატკა“ გამოჩნდა.
Vespa არც ჩვენს საუკუნეში „დაკარგულა“. ამ მოტოროლერზე „ამხედრებულებს“ ხშირად იხილავთ რობერტ დე ნიროს, ნიკოლ კიდმანს, მილა იოვოვიჩსა და სხვებს. ცნობილი დიზაინერი - სტეფანო გაბანა ორიგინალური პიროვნების ავტორიტეტით სარგებლობს. მან საკუთარი Vespa ვეფხვის ტყავით გააფორმა.