„თუ პოლიცია ცომაიას გააჩერებდა და სააკაშვილს ნახავდნენ, იტყოდა: „ვიღაცებმა მომიტაცეს და ისე შემომიყვანეს“, - წარმოიდგინეთ, ცომაიასაც სწირავდა“

„თუ პოლიცია ცომაიას გააჩერებდა და სააკაშვილს ნახავდნენ, იტყოდა: „ვიღაცებმა მომიტაცეს და ისე შემომიყვანეს“, - წარმოიდგინეთ, ცომაიასაც სწირავდა“

ტელეკომპანია „იმედმა“ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

რატომ ჩაწერა ექს-პრეზიდენტმა აღნიშნული სახის ვიდეო? ხომ არ ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლო იყო მისთვის ეღალატათ?

for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე პასუხობს.

ბატობო ლადო, ვრცელდება ინფრომაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, შსს-ს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჩამოიტყუა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება, რომ ეს ასე ყოფილიყო და თუ ასე მოხდა, მერაბიშვილმა სააკაშვილზე ჯავრი იყარა?

- თქმა იმისა, რომ სააკაშვილი შეცდომაში ვინ შეიყვანა, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს და უფრო დეტალურად გვეცოდინება. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი მისი ბუნებიდან გამომდინარე, არც წავიდოდა ისეთ ნაბიჯზე, თუ გარანტიები არ ექნებოდა. თითქოს მას უამრავი ხალხი დახვდებოდა და 2 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ, დიდი მიტინგი იქნებოდა და იქ შეძლებდნენ მის დაპატიმრებას, ამის შემდეგ კი რევოლუციური სცენარი წავიდოდა. ასევე, მის ქმედებებზე მედია მიმართულება იმუშავებდა. იგივე შეიძლება ითქვას გვარამიაზე და მისი გუნდის სხვა წევრებზეც. თუმცა, ის რომ სააკაშვილი მათაც არ ენდობოდა, გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს. თუ მას დააკავებდნენ, ეჩვენებინა ვიდეო, რომ ის გაიტაცეს.

ექს-პრეზიდენტმა აღნიშნული ვიდეოს ჩაწერით თავი დაიზღვია?

- რა თქმა უნდა, თავი დაიზღვია. იმ ადამიანს, ვინც მის გამო დააპატიმრეს, წარმოიდგინეთ, ადამიანის გატაცებისთვის, კიდევ უფრო დიდი სასჯელისთვის სწირავდა. თუ აღმოჩნდებოდა ისე, რომ პოლიცია ცომაიას გააჩერებდა და სააკაშვილს ტრაილერში ნახავდნენ, ის პოლიციას ეტყოდა - „ჩემი ნებით კი არ ჩავჯექი, ვიღაცებმა მომიტაცეს, ამ კაცის მანქანაში ჩამსვევს და ისე შემომიყვანეს“. წარმოიდგინეთ, მისი ფანტაზია რა დონეზე მიდიოდა.

მეორე მხრივ, თავად ვანო მერაბიშვილი არ ჩანს, არ ჩანს ახალია, ვერ ვხედავთ მათ მხარდამჭერ განცხადებებს და პლუს თუ გავითვალისწინებთ ნიკა მელიას განცხადებებს, რომ მერად გახდომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან წავა, ეს ნიშნავს, რომ გუნდში იმ სცენარით არ მიდის ყველაფერი, როგორც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სურს მისი უფროსი შვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს და უნდა, რომ კვლავ აბსოლუტური მმართველობა დაიბრუნოს, მართალია. თავად, ნიკა მელიამაც თქვა, რომ გუნდში ზოგიერთებს ის არ უყვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი ერთიანი არაა და საუბარი კოალიციაზე ემსახურება იმას, რომ მელია პროცესებიდან როგორმე მაქსიმალურად დაუზიანებლად გამოძვრეს. 30 ოქტომბერი გვაჩენებს, როდესაც კახა კალაძე მერი გახდება, წაგებული ნიკა მელია რა ნაბიჯებს გადადგამს. შეიძლება, თავად თქვას, რომ რადგან ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე და გამარჯვება ვერ შევძელი, ამიტომ თავად ვიღებ გადაწყვეტილებას და პარტიის თავმჯდომარის პოსტს ვტოვებო. ცნობილია, რომ ეს ევროპული მოდელია იმ თვალსაზრისით, რომ პარტიის პირველი ნომერი როცა არჩევნებს აგებს, პასუხისმგებლობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებ. სავარაუდოდ, ამ სცენას ჩვენ ვნახავთ 30 ოქოტმბერს.

თუმცა, იგივე გაბუნიას მონოლოგი გახსოვთ, რომ ის ვერ მოუწოდებდა სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, ეს შეიძლება სხვა „ნაცმოძრაობის“ წევრების სცენარი იყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ალბათ, ამას ყველაზე კარგად თავად სააკაშვილი ხვდება. მას საკმარისზე მეტი ინფორმაცია და კომუნიკაცია აქვს. ის აუცილებლად ეცდება, რომ 30 ოქტომბრამდე თავი მიიტანოს. ერთი თვეა ადამიანი შიმშილობს, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. თუმცა, ყველამ ვნახეთ საკნიდან მომღიმარი სააკაშვილი, რომელსაც ნაშიმშილარის არაფერი ეტყობოდა.

ანუ, ამით დასტურდება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს არ ენდობა?

- სააკაშვილი დედამიწის ზურგზე არავის ენდობა. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი ყველას და ყველაფერს უყურებს, როგორც ინსტრუმენტს - მეუღლეს, შვილებს თუ დედას, არათუ პოლიტიკურ თანაგუნდელებს. ამის დამადასტურებელი ქმედებები ჩვენ გვინახავს საქართველოში, მათ შორის უკრაინაშიც. გვახსოვს მისი ურთიერთობა პოროშენკოსთან, შემდეგ დაპირისპირება. უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება ჰქონდა. ასევე, ურთიერთობა დაეძაბა ზელენსკისთან. ზელენსკი, რომელმაც მას მოქალაქეობა დაუბრუნა, სააკაშვილთან სერიოზული დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. სააკაშვილისთვის, როგორც ადამიანისთვის ამ ქვეყანაზე წმინდა არაფერი არსებობს. ყველა და ყველაფერი არის მისი პოლიტიკური ინტერესების გატარების ინსტრუმენტები. ასევე, კარგად იცის, ეს ადამიანები მას როგორ უყურებენ. თუ ვნახავთ, ბოლო დღეებში ნიკა მელიას რიტორიკას, იგივე ხაზარაძის განცხადებას, მან დაადასტურა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ის სრულიად სამართლიანად არის ციხეში. ყველას სჭირდება, რომ სააკაშვილი 30 ოქტომბრამდე გამოიყენონ, როგორც მებრძოლი, მოშიმშილე და ა.შ. თუმცა, შემდეგ ყველას სჭირდება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში. ანუ, ყველას სჭირდება სააკაშვილი, რომელიც ხმებს მოუტანთ, მაგრამ თავად სააკაშვილი არავის სჭირდება.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილს შესაძლოა იყენებდეს რევოლუციური სცენარისთვის...

- თვითმმართველობის არჩევნებზე იგივე რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა, რაც შარშან საპარლამენტოზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი დააპატიმრეს და მისი მომხრეები, თუ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ამომრჩეველმა, ყველამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა. მეორე მხრივ, სააკაშვილის შიმშილობა, სწორედ, ამას ემსახურება, რომ იტყვიან, კაცმა თავი გადადო და ა.შ. ამას კი 30 ოქტომბრისთვის ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებენ. ასევე, თუ რევოლუციური სცენარი განვითარდებოდა, ამ შემთხვევაში, გამარჯვება უპირობოდ სააკაშვილის დამსახურება იქნებოდა. თუმცა, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამეა.

ყველაზე მთავარი - „ჩრდილოვნი კაბინეტის“ წარდგენა - ეს ყველაზე დიდი ფარსი იყო, რომელიც თბილისელებს შესთავაზეს და ამ წარდგენაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სიტყვაც კი არ უხენებიათ. კარგად ვხედავთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს. ვინც სააკაშვილთან თანამშრომლობა არ ისურვა, ყველა აღმოჩნდა ნიკა მელიასთან თანამშრომლობისთვის. ეს ხილულია, ყველა ხედავს და მათ შორის სააკაშვილიც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა: „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, „ხელისუფლებას“ ვურჩევ, მიმიყვანოთ „სასამართლოში“, თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ“? რატომ სურს ექს-პრეზიდენტს, რომ უკვე წარსდგეს სასამართლოს წინაშე?

- მისმა ადვოკატმაც დაადასტურა, რომ ტრაილერით შემოიპარა, მაგრამ პრეტენზია აქვთ - რატომ გავრცელდა ეს ვიდეო. არადა, ეს ვიდეოები მისივე გადაღებულია იმ სცენარისთვის, თუ ვინმეს დააპატიმრებდნენ, იტყოდა, რომ გაიტაცეს.

რაც შეეხება სასამართლოზე წარდგენას, სასამართლოს თავისი ვადები აქვს. მის მიმართ ორი მიმდინარე საქმეა, ასევე დაემატა საზღვრის უკანონო კვეთა. როდესაც სასამართლო საჭიროდ ჩათვლის მის დაკითხვას, მაშინ დაკითხავს. სააკაშვილს თავი შეიძლება დიდი ვინმე ჰქონია, მაგრამ კანონისთვის ის რიგითი პატიმარია.

trampi საჯარო მმართველობის დოქტორი,,,,,,,,,,,,,,,,,,, თამთა მეგრელიშვილი



ვააააა...აი ეს კი ნაღდად აღარ ვიცოდიიიიიი
ესე იგი დოხტური ყოფილა


მაშინ აქაურები ..... ყველანი....... აკადემიკოსებად გამოვდგებოდით
2 წლის უკან
Serapina სად ნახულობს ეს ივანიშვილი ამ ექსპერტებს, ასე მწირი უნარებით?!
არც,ანალიტიკური აზროვნება , არც მყარი არგუმენტები, არც ორატორული უნარ-ჩვევები...
პირს რომ იქაფავს ეს, - "სექტა ნაციონალების" მომხრეები და მთავარი გმირები... ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებით მოქმედებს და წარსულში გვაბრუნებსო...

ნახეთ, ერთი მოაზროვნე ექსპერტი მყარი მეხსიერებით, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის ყველაზე დიდი "მონაპოვარი" ივანოვის ვიზიტი იყო საქართველოში... რომელმაც, მიშას მხარზე ხელი მოუთათუნა...
მერე, მიშა ესტუმრა არც მეტი არც ნაკლები პუტინს, რომელსაც თვალებშიც კი ჩახედა... ეს იყო, საქართველოს "ფასზე" ვერ შეთანხმდნენ, ფლობდნენ რა რუსები ჩვენთან ვაჭრობის დიდ პრაქტიკას...რა, რის სანაცვლოდ...
თორემ, ამერიკასთან ფასი და წინაპირობებიც უცებ დაალაგა.
(მერე, მოგვარდნენ ალბათ ოჯახურად სააკაშვილ- ალასანია...მთავარია, ამერიკაში ქონება ეყიდათ და რა წარმომავლობის ფულით, რა მნიშვნელობა ჰქონდა? )
2 წლის უკან
Serapina ...და დაიწყო "რუსული ოცნებით" საქართვლოს მართვა:
-ახალგაზრდებს ისე აკავებდნენ და ექცეოდნენ საქართველოს ქუჩებში, როგორც რუსეთში 90-იანებში კავკასიელებს, განსაკუთრებით ქართველებს...
-ქართველების "ცინკის კუბოები", უკვე რუსეთის ციხეებიდან ,ან უფრო ადრე ვღანეთიდან კი არა...ჩვენთან სახლში, ქართული ციხეებიდან გამოდიოდა.
-ვისაც კანონიერი თუ უკანონო გზებით ფული გააჩნდა, ყველას "კანონიერად" წაართვეს.
-ვინც უცხოეთიდან აგზავნიდა, ცხვრის ფარასავით ითვლიდნენ. ...
მათი ოჯახის მცირეწლოვანი ბიჭები, საპროცესოს შემომტანები იყვნენ...ისე როგორც, მეორე და მესამე საცხოვრებლის მქონე ოჯახთა შვილები.
-კორუფცია იმიტომ აღმოფხვრეს, რომ ზედა ლიგას, ერთი თეთრი არ გამოჰპარვოდა...
-უმაღლესში ჩაბარება უფასო იმიტომ გახდა რომ ხელისუფლებისათვის მოთვინიერებული დოცენტები, რომელთაც შიგადაშიგ საზღვარგარეთ გასეირნების საშუალებასაც აძლევდნენ, უფრო მომგებიანი იყო... მომგებიანი იყო ნაციონალი დირექტორები, რომელებიც მასწავლებელთა არმიის მოთვინიერებისათვის საჭირო მრავალ მექანიზმს ფლობდა...
-მედიცინაც ჯიბეში ჰქონდათ და მედიის ყველა საშუალებაც.
...და საბჭოთა მმართველობის ამ ოდნავ შეცვილილ ფორმას, დემოკრატიის შენებას რომ ეძახდნენ... (*ამერიკელებს რა ენაღვლებოდათ, ვინ როგორ მოთვინიერდებოდა, მთავარი მათი პოლიტიკური მიზნებია ყოველთვის!)
...ამ ყველაფრის აზრიანად და ქრონოლოგიურად ჩამომთვლელი ერთი ექსპერტი რითი ვერ ნახეთ?!

ია მეტრეველს, დოდო აფრასიძეს და სხვებს, მერამდენედ გინდათ შვილები მოუკლათ?! მერამდენედ აფრიალებთ ამ ხალხის გაჭირვებას თქვენი, მსუყე მომავლისათვის?! ამათ, მეტი რაღა დარჩენიათ, მაგრამ თქვენ... როგორ არ გრცხვენიათ, იმ ხმების მიღება და ზედ ყელ-ყელაობა, სააკაშვილის რეჟიმის შიშით რომ უნდა მოგცეთ ხალხმა, (ნუთუ ვერაფერი უკეთესი სტრატეგია ვერ შეიმუშავეთ, რომ ასე უსუსურებად არ გამოიყურებოდეთ!) და არა დამსახურებისათვის! არადა, რა მარტივი იყო სააკშვილის კოშმარის შემდეგ ხალხის გულის მოგება!
ჰუმანურად მოვიქეცითო, ხან ნაციონალების მიმართულებით რომ გაიძახით(არადა მაშინვე იყო ის საჭირო, ახლაც რომ თავს ვერ აბამთ) და ხან, ხალხის მიმართულებით... სულ, რომ არაფერი გაგეკეთებიათ, ისედაც ხომ ჰუმანურობაში ჩაგეთვლებოდათ!
ვინც აკეთებს შეცდომებსაც ის უშვებს! ახლა ამ გადასახედიდან, სააკაშვილი უკეთეს პოზიციაზე გამოიყვანეს, ნაციონალების მომხრეებმა... აკეთებდა და შეცდომებს უშვებდაო...
მე, კი ვიცი რა განსხვავებაა შეცდომასა და დანაშაულს შორის.
თქვენ ეს ან არ იცით, ან ხალხს ვერ დაანახეთ... თუმცა, ასე უფრო მარტივი არაა... თუ ჩვენ არა, მიშა მოვა!
2 წლის უკან