ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ერლინგ ჰოლანდის თაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუმცა, ამჯერად გერმანელ სპეციალისტს თავის გამართლება მოუწია. დორტმუნდის "ბორუსიაში" ტუხელის ინტერვიუ სერიოზულად მიიღეს, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის დიდი აღშფოთება გამოიწვია.
"ჩვეულებრივ, სხვა გუნდების ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ. მაგრამ, მაშინ კარგ ხასიათზე ვიყავი. ახლა სასაცილოდ მეჩვენება იმის თქმა, რომ ჰოლანდის დამატების შესაძლებლობა არსებობს. უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტუხელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მომავალში ჰოლანდის "ჩელსიში" დამატებას არ გამორიცხავდა, რამაც შემდგომ აჟიოტაჟი გამოიწვია. აქვე გეტყვით, რომ 21 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.