Mikheil pictures წარმოგიდგენთ: „როგორ გაიტაცეს არაჟნების პრეზიდენტი ტრაილერით“

Mikheil pictures წარმოგიდგენთ: „როგორ გაიტაცეს არაჟნების პრეზიდენტი ტრაილერით“

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ირკვევა, ქვეყანაში შემოსვლისას რამდენიმე გეგმა ჰქონდა. გამოძიებით ირკვევა, რომ ის საქართველოში ტრაილერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ შემოიყვანა და არაჟნებში დამალულმა იმოგზაურა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის არც ცომაიას ენდობოდა და თუკი საქართველოში საზღვარზე მას პოლიცია დააკავებდა, იტყოდა, რომ ცომაიამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით  გაიტაცა. ამის ნათელი მტკიცებულება ის ვიდეო გახდა, რომელიც „იმედმა“ გაასაჯაროვა.

ვიდეოკადრებში უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მომავალი სააკაშვილის პირველი ჩანაწერია, რომელსაც სააკაშვილი რძის პროდუქტით სავსე სატვირთოს მისაბმელში თავადვე იღებს. ის აქამდე უცნობ სცენარს ავითარებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც თავად დაგეგმა - თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება მას ოფიციალურად წარედგინა, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული მსჯავრდებული და ბრალდებული, ახლა საპატიმროშია და სასამართლო პროცესს ელის. შიმშილობს, ჰოსპიტალიზაციას დათანხმდა, მაგრამ არა - ციხის საავადმყოფოში.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ვიდეოთი ორი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება, ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა თავის მთავარ მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილს კიდევ სხვა გეგმა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა. არც იმას გამორიცხავენ, რომ მას ამაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები დახმარებოდნენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა რამდენიმე ენმ-ის ლიდერმა იცოდა და სწორედ მათი დახმარებით ის ხალხმრავალ აქციაზე უნდა გამოჩენილიყო. ამის შემდეგ კი არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულიყო და ძალოვან სტრუქტურებში გარკვეული საბოტაჟიც დაწყებულიყო. ისინი სამეგრელოში განვითარებულ ბოლო დღეების მოვლენებს ერთგვარ ჯაჭვად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა სააკაშვილისთვის სწორედ მთავარი დასაყრდენი ძალა მისი მხარდამჭერი ყოფილი ძალოვანები ყოფილიყვნენ.

კადრებში სააკაშვილი ამბობს: „ეს არის მოტაცება. არ ვიცი, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს, მაგრამ სად მივყავართ, ეგეც არ ვიცი ბოლომდე. მაგრამ ვიდეო მაინც მაქვს თან. გამორჩათ, დამალული მქონდა კარგად“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილია კადრების ავთენტურობას არ ადასტურებს, ვინაიდან, მისი თქმით, ვიდეო საქმის მასალებში არ დევს.

„ეს რომ ყოფილიყო კანონიერად მოპოვებული, გადმოცემული და ასახული, მაშინ კი ბატონო, ვიტყოდით, რომ რეალურია. მაგრამ რახან სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, ავთენტურობაზე როგორ ვიმსჯელოთ?

…ჩვენ ვითხოვთ, რომ ამაზე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავის თავს არ დასჯიან“.

22 ოქტომბერს, სავარაუდოდ, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას თავად სააკაშვილიც გამოეხმაურა. მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, „ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე“.

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას მოგვიანებით პროკურატურა გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიდეო ჩანაწერები ადვოკატებს საქმის მასალებთან ერთად გადაეცათ.

„20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე, არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“.

უწყება ასევე დასძენს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და „თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების, როგორც მტკიცებულებების, გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა“.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა უარყოფს როგორც სააკაშვილის დაცვის მხარის ნათქვამს, რომლის თანახმადაც საქმის მასალებში ვიდეო არ დევს, ისე ვერსიას, რომ უწყებამ ზემოხსენებული კადრები თავად გადასცა ტვ „იმედს“.

„მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯებას ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას. აქვე დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე, საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„რეალურად, ეს ტრაგედიაა. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს რომელიმე ადამიანს, რომელიც ამ ვიდეოს ნახავს?“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედია და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.

„1-ელ ოქტომბერს, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახლა გვაქვს რეალური შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან, არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქ დიდხანს დარჩებიან. მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ მას საქართველოში ჩამოსვლისას რამდენიმე გეგმა ჰქონდა. ქადაგიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, იმ ადამიანებსაც არ ენდობოდა და მათ გაწირვას აპირებდა, რომლებმაც ის დიდი რისკის ფასად საქართველოში შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ამ ვიდეოთი ის თავს იზღვევდა და თუკი ქართველი სამართალდამცველები მას საზღვარზევე დააკავებდნენ, არ არის გამორიცხული ეს მას გატაცებად გაესაღებინა. ამის დასამტკიცებლად კი იმ ვიდეოს ატვირთავდა, რომელიც ტრაილერში ყოფნისას ჩაწერა და ტელეკომპანია „იმედის“ მიერ იქნა გასაჯაროვებული.

„როცა მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის დამადასტურებელი ფოტო დადო, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქვეყანაში ლეგალური გზით შემოვიდოდა და პირდაპირ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურას აწევდა. თუმცა მან ქვეყანაში შემოსვლის კიდევ უფრო მზაკვრული გეგმა აირჩია და სავარაუდოდ, მოვლენების განვითარების რამდენიმე გეგმა ჰქონდა. პირველი - მას თუკი ტრაილერშივე დააკავებდნენ, ის იტყოდა, რომ ქვეყანაში თავად კი არ შემოდიოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს ან კიდევ სხვა ქვეყნის და ამით საზოგადოების ნაწილში გარკვეული დაპირისპირების მუხტის შემოტანას შეეცდებოდა.

ის წირავად ყველა იმ ადამიანს, რომლიც მას ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. მეორე ვარაინტი კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მისი მეშვეობით რევოლუციური სცენარის განვითარება იყო. როგორც ჩანს, ენმ-ის ზოგიერთმა ლიდერმა მისი ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ყველაფერი იცოდა და გამოჩენას, სავარაუდოდ, აქციაზე აპირებდნენ. თუმცა, როცა დაინახეს, რომ ხალხში მუხტი არ იყო და თავისივე ამომრჩეველი სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას რეალობად არ აღიქვამდა, მან ვიდეოს გამოქვეყნება გადაწყვიტა. ამით გაამხნევა ამომრჩეველი და ის საბოლოოდ ჩავარდა. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, მას ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები არწმუნებდნენ, რომ თუ საქართველოში ჩამოვიდოდა, ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოინგრეოდა“, - ამბობს ქადაგიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სამეგრელოში ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და შემდეგ გარკვეული სცენარის განვითარებასთან იყოს კავშირში. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ყოფილი ძალოვნების მეშვეობით სააკაშვილი გარკვეულ პროვოკაციებს და საბოტაჟს აპირებდა. მერაბიშვილის გვარიც პრემიერმა, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში ახსენა და არაა გამორიცხული ჯაჭვი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს. მისი აზრით, სააკაშვილმა ყველა სცენარის ჩავარდნის შემდეგ ახალი გეგმა „ბ“ აამუშავა, რომელიც ციხეში შიმშილს და იქიდან პროვოკაციის მოწყობას ითვალისწინებს.

„წარმოუდგენელია სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს, რადგანაც ეს ყველა სამართალს ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველანაირი კანონის და სასამართლოს უგულებელყოფა უნდა მოხდეს. ის როგორც მსჯავრდებულია რამდენიმე საქმეში, ასევე მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეზე გამოძიება და სასამართლო მიდის. ამიტომაც მის შეწყალებას ვერც პრეზიდენტი მიიღებს. შესაბამისად, სააკაშვილმა ეს კარგად იცის და ყველა ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ცდილობს, რომ გეგმა „ბ“ აამუშავოს, რომლიც ციხეში შიმშილს და საბოლოო ჯამში ვაბანკზე წასვლას გულისხმობს. თუმცა მეორე ტურების შემდეგ სააკაშვილი აქტუალობას დაკარგავს და მისი ფაქტორიც ასეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია კი მიიჩნევს, რომ მისთვის და ალბათ, ყველა სხვა ქართველისთვის ამ ვიდეოს ნახავა ძალიან რთულია, რადგანაც ასეთი კლოუნი ამ ქვეყანას 9 წელი მართავდა. ლატარია for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი მზად იყო ის ადამიანებიც კი გაეწირა, რომლებმაც ქვეყანაში ამხელა რისკის ფასად შემოიყვანა. მისი აზრით, თუკი სააკაშვილს საზღვარზე დააკავებდნენ, ის ამ ადამიანებს ხელს დაადებდა დაა იტყოდა, რომ მათ გაიტაცეს.

„სააკაშვილისთვის არ არსებობს, არც მეგობარი, არც მოკავშირე და არც მხარდამჭერი. ეს ადამიანი იმდენად ბოროტი მოვლენაა, რომ მას შეუძლია ერთ დღეს ყველაზე მეტად მართლმადიდებელი იყოს, მეორე დღეს ეკლესიას ებრძოლოს და გაანადგუროს. მამუკა ხაზარაძეზე თქვას, რომ ბანკირი მევახშეა, ხოლო როცა დასჭირდება, განაცხადოს, რომ მასზე უკეთესი მხარდამჭერი არ არსებობს. ამ კაცს მხოლოდ ძალაუფლება სწყურია და ამისთვის ნებისმიერს გაწირავს. ბოლო დროს ძალიან კარგად ხედავდა, რომ ძალაუფლებას კარგავდა და ამ შურის გამო ეს კლოუნობა გადაწყვიტა. ეს არის ავანტიურისტი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წავა.

მსოფლიოს არა აქვს მსგავსი პრეცედენტი, როცა მთავარსარდალი თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. სადმე ვინმეს უნახავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში ამ ფორმით იპარებოდეს და ყველას წირავდეს? არაერთი ფაქტი გვახსოვს მისი მმართველობის დროს: როცა ზუგდიდში ავტობუსი ააფეთქა; გორში მიმავალი ავტობუსი ვითომ რომ ჩაცხრილეს და ა.შ. სააკაშვილი, ზოგადად, თავად არის ფეიკი ადამიანი, რომელიც ტყუილის და მოდელირების გარეშე ერთი დღეც ვერ ცხოვრობს. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ის ყველა გეგმას ამუშავებდა იმისთვის, რომ ძალაუფლება დაებრუნებინა და ნებისმიერ ფასად ქვეყანაში სიტუაცია დაემძიმებინა“, - ამბობს ლატარია for.ge-სთან.

trampi საჯარო მმართველობის დოქტორი,,,,,,,,,,,,,,,,,,, თამთა მეგრელიშვილი



ვააააა...აი ეს კი ნაღდად აღარ ვიცოდიიიიიი
ესე იგი დოხტური ყოფილა


მაშინ აქაურები ..... ყველანი....... აკადემიკოსებად გამოვდგებოდით
1 თვის უკან