ჩისკო:

ჩისკო: "მამარდაშვილის შესაძლებლობები თავიდანვე ნათელი იყო"

„დინამო თბილისისა“ და ინგლისური „უოტფორდის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ესპანურ გამოცემა As-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ერთი კითხვა გიორგი მამარდაშვილზე იყო.

ჩისკო გიორგის „დინამო თბილისიდან“ იცნობს და თქვა, რომ „ვალენსიას“ და და საქართველოს ნაკრებს მისი იმედი დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონდეს.

„მასთან, როცა ვმუშაობდი, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხასიათი უკვე მომწონდა. პირველივე დღიდან აშკარა გახლდათ, რომ განვითარებისთვის თამაში სჭირდებოდა, მაგრამ მისი თვისებები უკვე ჩანდა. ის არის მეკარე, რომელიც „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრებს წლების განმავლობაში ეყოლება“, - თქვა ჩისკომ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ რიგებში ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

21 წლის ქართველმა მეკარემ თავი ზაფხულში, პრესეზონის მატჩებში გამოიჩინა და სეზონი ძირითადის სტატუსით დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურებში ხოსე ბორდალასი უფრო მეტად გამოცდილ იასპერ სილესენს ენდობა.