გასულ წელს კატალონიური „ბარსელონას“ 33 წლის ფრანგ მცველ ერიკ აბიდალს რთული ოპერაცია გაუკეთეს. მოთამაშეს ღვიძლი გადაუნერგეს.
ექიმების ვერდიქტით ფეხბურთელი სპორტულ კარიერას ვეღარ გააგრძელებდა. ამის მიუხედავად აბიდალმა შეუძლებელი შეძლო და მწვანე მინდორს კვლავ დაუბრუნდა.
აბიდალს „ბარსელონასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს უსრულდება.
დღეს ესპანურმა გამოცემამ „AS” გაავრცელა ცნობა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელისთვის კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას აპირებს.
„გუშინ ტიტო ვილანოვა მესაუბრა და მითხრა, რომ შესაძლოა „ბარსელონამ“ გუნდში კიდევ ერთი წლით დამტოვოს. ამ ცნობამ ძალიან გამახარა. მინდორზე დასაბრუნებლად თავდაუზოგავად ვიბრძოდი. ალბათ ვიმსახურებ რომ ამ კლუბში მომავალი სეზონის დასრულებამდე ვიასპარეზებ. 2014 წლის ზაფხულში დიდ ფეხბურთს საბოლოოდ დავემშვიდობები.“ - განაცხადა ერიკ აბიდალმა.