„სააკაშვილის დანაშაულებს თუ მისი სულით ავადმყოფობით ახსნი და, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურს გახდი, მაშინ რატომ ასამართლებ?“

„სააკაშვილის დანაშაულებს თუ მისი სულით ავადმყოფობით ახსნი და, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურს გახდი, მაშინ რატომ ასამართლებ?“

გიორგი გელხაური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკანში სტანდარტულზე დაბალი პირობები აქვს, რაც ადვოკატის განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ექს-პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურთ. მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულს აქვს უფლება ტელევიზორით და სხვადასხვა ნივთებით ისარგებლოს, თუმცა, გელხაურის განცხადებით, სააკაშვილზე ეს წესდება არ ვრცელდება.

ტყუილს, რომ მოკლე ფეხები აქვს, წესით, ეს უნდა იცოდეს სააკაშვილმა და მისმა ადვოკატების მრავალრიცხოვანმა არმიამ. მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ასევე მას აქვს ლეიბიც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი - ტყუილია.

„სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს. ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს ადმინისტრაციისთვის“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესახლებული სააკაშვილი მზად არის კამერების თანდასწრებით ჩააბაროს ნარკოტესტი, შემდეგ მოხდეს ამის ტრანსპორტირება და შემდეგ უკვე საექსპერტო ბიუროში დადგენა - არის თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი ნარკომანი.

სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წლებია ვრცელდება, რასაც თავად ექს-პრეზიდენტი თავისი მდგომარეობით ადასტურებდა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დადასტურდა 17 აპრილს მახათას მთაზე, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა, მაშინ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმედ იყო, რომ უწმინდესისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩაჯდა.

ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში ან სამხარაულის ბიუროში, არამედ ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი. ბასილაია ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ნარკოტესტი მანაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაიტაროს.

„მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. პრემიერს აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

„ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ.

ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერი ერთადერთი არაა ვინც ფიქრობს, რომ დაკავების მომენტში ექს-პრეზიდენტი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია თავად მოახდინა. მისი თქმით, ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება.

„სააკაშვილი არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი ჯორჯ ვაშინგტონს გაუტოლა. ეს მე არ მომიგონია, თავად თქვა, რომ მას უფრო მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს. ისიც თქვა, რომ რეგიონალური ლიდერია და დამსახურება აქვს - საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში. ეს მას აქვს ნათქვამი და არა პრემიერ-მინისტრს. ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი იყო მმართველი და პირველი პირი, მაგრამ მისაღები იყო თუ არა მისი მმართველობა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაშინ მის ოპონენტებს და ოპონენტი იყო ივანიშვილი, არ დაუსვამთ საკითხი სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

„არც მოსახლეობას აინტერესებდა ეს საკითხი. საჩივრები, რომელიც შესული იყო „ნაცმოძრაობის“ სახელზე, ეხებოდა დანაშაულებებს, რაც მათ ჩაიდინეს. თუკი იმის პედალირება მოხდება, რომ სააკაშვილი იყო ნარკოდამოკიდებული და ნარკომანი ავადმყოფი, მაშინ გამოდის, რომ მთელი მისი მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებზეც მას პასუხი არ მოეთხოვება. ერთადერთი გადაწყვეტილება რაც სასამართლომ უნდა გამოიტანოს - სამკურნალოა.

პრინციპი, რომ დამნაშავე შეფასდეს მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეობით და არ გადავიდეს ეს შეფასება პიროვნულ თავისებურებეზე, წინ წამოვიდა ჰიტლერის შემდეგ. რაღაც ეტაპზე წამყვანი თეზისი იყო, რომ ჰიტლერი არ იყო ფსიქიურად გაწონოსწორებული, მაგრამ ამან ვერ ჰპოვა ასახვა ნიურნბერგის პროცესზე. ის რეჟიმი გასამართლდა და შემარბილებელი ვერსიები არ იქნა მიღებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ავტორი პასუხს აგებს მთელი სიგრძე-სიგანით. არგუმენტები, რომ გაუწონასწორებელი და ნარკომანია, განაჩენის შემარბილებელი მოსაზრებებია.

„პრაქტიკაში არ არის ეს ტენდენცია, რომ შერბილდეს პოლიტიკოსის დანაშაული. პირიქით, ეს პიროვნული მხარეები გვერდზე არის გადადებული. მიჩნეულია, რომ როცა ასეთი მასშტაბის დანაშაულთან და შეცდომებთან გაქვს საქმე, იქ ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა იძლეოდეს პასუხს, მისი დანაშაული არ უნდა შერბილდეს. ისტორია და სამართალი ამ ადამიანებს აფასებს მხოლოდ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე. ანალოგიური მდგოამრეობა არის სააკაშვილთან მიმართებაში.

რა დანაშაულსაც მისცა ბიძგი სააკაშვილმა, ამის სულით ავადმყოფობის ახსნით, თუ ლოგიკურს გახდი დანაშაულს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ რატომ ასამართლებ? სულით ავადმყოფს ხომ არ ასამართლებენ?! როგორი ავადმყოფიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუკი ის სახელმწიფოს მართვამდე მივიდა, ე.ი. ის ლოგიკურად აზროვნებს, მას შეუძლია თავისი მოქმედებით გაიაზროს და შესაბამისად, მისი დანაშაულის შემსუბუქება არანაირად არ არის გამართლებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

არის თუ არა სააკაშვილი ნარკოდამოკიდებული, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი არის ერთი რამ და რაც უდავოა - სააკაშვილი არის არაადეკვატური და აბსოლუტურად არანორმალური მოვლენა.

„სააკაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ანტისამართლებრივი ფენომენია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. მე არ მახსენდება მსგავსი ადამიანი, რომელიც ნებინესმიერ ვითარებაში იქცევა უწესოდ, ურჯულოდ. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ნარკოდამოკიდებულების გამო არის, თუ უბრალოდ, ასეთი ფსიქოტიპია! ეს არ არის სამართლის შესაფასებელი და პოლიტიკისთვის არსებითი განხილვის საგანი. აქ უფრო ნარკოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა უნდა იმსჯელონ.

არ მომწონს ვოლსკის განცხადება, კატეგორიულად ვემიჯნები. არ მომწონს, როცა ერთი პოლიტიკოსი მეორეზე ასე უაპელაციოდ იძახის, რომ ის არის ნარკოდამოკიდებული. არ მომწონს, როცა კობახიძე გახარიაზე იძახის, რომ ნარკოდამოკიდებულიაო. ეს არაა კარგი ტონი, ეს არის ცუდი ტონი. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. შენ შეაფასე მისი ქცევა და არის თუ არა ადამიანი ნარკოდამოკიდებული, ჯერ ერთი ეს სტიგმა არ არის, რომც იყოს ეს არის ავადმყოფობა და არ შეიძლება პოლიტიკაში ვინმეს წამოაძახო და გამოიყენო იარაღად, ეს არის უსინდისობა.

კობახიძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა მიიღოს. უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის არაადეკვატური, უწესო ადამიანი, რომელმაც უწესოდ მოიპოვა ხელისუფლება, უწესოდ მართავდა ხელისუფლებას, უწესოდ შეცვალა კონსტიტუცია, უწესოდ იყო ოპოზიციაში და უწესოდ შემოიპარა საქართველოში. ეს უნდა თქვან და არ ის, რომ ნარკოდამოკიდებულია. იცის, რომ ნარკოდამოკიდებულია? რომც იყოს ეს რას ცვლის? - არაფერს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

tngh ეს ფოტო ბევრ ეჭვს ბადებს...
2 წლის უკან
tngh ეს ფოტო ბევრ ეჭვს ბადებს...
2 წლის უკან
Maverick კახელი, მეგობარო, ასეთი კონრეტული შეფასესებისთვის??! კახური პირდაპირობისათვის მადლობთ!
ბატონო რამაზ, გეთანხმებით!
2 წლის უკან
trampi მაქსიმ შევჩენკო

"ივანიშვილს დასავლეთიდან არჩევანი შესთავაზეს: მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო... სააკაშვილი შეიტყუეს, ის ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა"

100% ვეთანხმები


მამუკა არეშიძე

"სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, თავისი ნებით ციხეში არ ჩაჯდებოდა, საქმე რაც უნდა დიდ ფულთან ყოფილიყო დაკავშირებული. სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე"

100%



არადა ამათ უკვე პარადი აქვთ და სალიუტებსაც ისვრიან
ბიჯოოო................... ერთი თვე მაინც დაიცათ და მერე ჩაატარეთ ეს პარადი...
მოდიან მოდიან ოკეანის გაღმელი ,,მეგობრები,,........ ჯერ იმათ დახვდით და სალიუტები მერე ისროლეთ
კოალიციური მთავრობაააა იმათ დღის წესრიგში, კოალიციური მთავრობა...აბა ტყუილად და მუქთად კი არ ჩააბარეს ეს 9 წელ შენახული მიშა

ღარიბაშვილმა ცოტა განდაგანას ცეკვა დაიწყო და არ მოსწონთ ეგ ,,მეგობრებს,,
..პლიუს ესენი მეგობრების დაკრულზე რუსებს არ უჩხიკინებენ ...ჰოოოდა აბა რაში მოეწონებათ ეს ოცნება
პირველ რიგში იმათ ღარიბაშვილი არ მოსწონთ, ღარიბაშვილი.....კრამერმა გადადგეს ღარიბაშვილი, შეუფერებელია მაგ თანამდებობისთვისო
ისინი არ იყვნეენ ეს ღარიბაშვილი ბიძოს ერთი თითის გაჩხაკუნებაზე რომ მოახსნევინეეეს??
ჰოოოდა ეხლაც ესეა ..................... ან კოალიცია ან რევოლუციაო...
ბიჯოოოოო......................არ მოგვცემდნენ ეგენი მიშას მუქთად................ არააააააააა
აბა ტყუილად ინახეეს 9 წელი???
ნეტავ ვცდებოდე



მთელ საქართველოში ბიულეტინების არევა--მაქაინაციაზე ნაცებს სპეც დავალება ჰქონდათ
ზუგდიდის ნაირად მაგათ ბევრგან გაააკეთეს --ამ დებილებს(ოცნებას)ნაცებმა მოპარეს ხმები ...ზოგი თავისთან მიათვალეს, ზოგიც სხვებს მიათვალეს
აბა ესენი რისი მაქნისები არიან---- ამათ მიღებული ხმებიც კი ვერ დაითვალეს სწორად ....ფუკასავით აააცალეს ნაცებმა ხმები
კაცი, გუშინ რომ სააარჩევნო კომისიაში ოცნების მხრიდან იყო და ოცნების შტაბის უფროსი იყო, დღეს უკვე ნაცების მხარეს გადავიდა და ეხლა იმათი შტაბის უფროსი გახდა (რუსთავში)...............აბა ის ამ დებილებს ხეირს დაააყრიდააათ??
ამათი 200 ლარიანი აგიტატორები, ნაცების 500 ლარიან აგიტატორებად გადაიკრასკენ....
აბა მაშ ესენი დებილები არ არიააან??....
კიდევ კარგად გადარჩნენ ესენი...
2 წლის უკან