გუცაევმა საქართველოს პოლიტიკური ნაკრები შეადგინა

გუცაევმა საქართველოს პოლიტიკური ნაკრები შეადგინა

ვლადიმერ გუცაევი:

მეკარე, როგორც ფეხბურთში ამბობენ, ნახევარი გუნდია, ცხოვრებაში კი ეს მთავარი ნახევარი ფინანსებია, ამიტომ ამ გუნდის მეკარეობას ზურაბ ნოღაიდელს მივანდობდი.

ცენტრალური მცველი - ცენტრალურ დაცვაში ძლიერი და პრინციპული პიროვნება უნდა თამაშობდეს, ამიტომ ამ ფუნქციას გელა ბეჟუაშვილს დავაკისრებდი. გუნდის მეორე ცენტრალურ მცველად - მაია ნადირაძეს დავასახელებ, რომელიც პოლიტიკურ მოედანზე სიტუაციას ჭკვიანურად ანეიტრალებს. მარცხენა მცველად მიშა მაჭავარიანს ვათამაშებ, ხოლო მარჯვენა მცველად - ბესო ჯუღელს.

ნახევარდაცვა - ცენტრალური ნახევარმცველი - ზურაბ ადეიშვილი, მარცხენა ნახევარმცველი - ნინო ბურჯანაძე, მარჯვენა ნახევარმცველი - გია ბარამიძე. ამ სამი პიროვნების ნახევარდაცვაში თამაში გუნდისთვის ძალზე მომგებიანი იქნება.

ფორვარდი - გუნდის წამყვანი ფორვარდი და კაპიტანი მიხეილ სააკაშვილია.

თავდამსხმელები - მარცხენა თავდასხმაში უკვე კარგად თამაშობს ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო მარჯვენა თავდასხმაში - ზურაბ ჟვანია.

სათადარიგო მოთამაშეები - სათადარიგო სკამზე დავსვამდი ელდარ შენგელაიას, ზაზა ბეგაშვილს, რომან გოცირიძეს და ლადო ჭიპაშვილს.

მთავარი მწვრთნელი - როგორც პროფესიონალი, ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი და მწვრთნელად არაერთგზის ნამუშევარი კაცი, პოლიტიკური ნაკრების მწვრთნელი, ვოვა გუცაევი ვიქნებოდი.

გუნდის ექიმი - პროფესიიდან გამომდინარე, ამ ფუნქციას გიგი წერეთელს დავაკისრებდი.

მასაჟისტი - სხვათაშორის, გუნდისთვის მასაჟისტი მნიშვნელოვანი ფიგურაა და იგი სერიოზული პიროვნება უნდა იყოს. ამ საქმეს კოტე კემულარია თავს ღირსეულად გაართმევს.

ბატონ ვლადიმერს დამატებით კიდევ რამდენიმე საფეხბურთო კომენტარი ვთხოვეთ:

ყვითელი ბარათის კანდიდატი პოლიტიკოსი - ყვითელი ბარათით შალვა ნათელაშვილს გავაფრთხილებდი.

წითელი ბარათის კანდიდატი პოლიტიკოსი - წითელ ბარათს ცოტნე ბაკურიას ვუჩვენებდი.

ოფსაიდში დარჩენილი პოლიტიკოსი - ოფსაიდში ედუარდ შევარდნაძე აღმოჩნდა.