ქეთა თოფურიას ახალი სკანდალი

ქეთა თოფურიას ახალი სკანდალი

რუსი ჟურნალისტები და პაპარაცები აქტიურად ადევნებენ თვალს ჯგუფის "ა სტუდიო" ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას ცხოვრებას.

თოფურიაზე უამრავი ჭორი დაწერილა და გაშუქებულა, თუმცა, მომღერალი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ამ ყველაფერს მივეჩვიე და რეაქცია აღარ მაქვსო.

მოკლედ, როგორც გაირკვა, ქეთა თოფურია "მუზ–ტვ–ის" დაჯილდოების ცერემონიალზე ეგზოტიკური ხმელთაშუა ზღვის კაბით, ხოლო პეტერბურგში რიჰანას სტილში გამოწყობილი გამოვიდა, რომელმაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და ათასი მითქმა–მოთქმა გამოიწვია როგორც რუსულ ბომონდში, ასევე საზოგადოებაშიც.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ქეთამ კიდევ ერთხელ მისცა ჭორიკნებსა და ჟურნალისტებს სალაპარაკო თემა, რასაც, მინდა გითხრათ, რომ ბევრი სხვა რუსი მომღერალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ხოლმე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქეთას პირადი დიზაინერი ქართველი ბესარიონია, რომელიც ექსკლუზიურად უკერავს სამოსს და ყველა კონცერტზე მის მიერ შექმნილი კოსტიუმით გამოდის ხოლმე. დაჯილდოების ცერემონიალზე ჯგუფმა "ა სტუდიო" ორ ნომინაციაში – "საუკეთესო ჯგუფი" და "საუკეთესო ალბომი" გაიმარჯვეს.