ალა პუგაჩოვა კვლავ გათხოვდა

ალა პუგაჩოვა კვლავ გათხოვდა

რუსული ესტრადის დედოფალი ალა პუგაჩოვა ისევ გათხოვდა.

ვერც ასაკობრივმა სხვაობამ, ვერც ჭორებმა და მითქმა–მოთქმამ, ვერც პლასტიკურმა ჩარევამ და საერთოდ ვერაფერმა ვერ წაშალა ის სიყვარული და ათწლიანი თანაცხოვრება, რომელიც ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს აკავშირებდათ ერთმანეთთან.

წყვილი ბედნიერია და მშვიდად განაგრძობს გზას ცხოვრებასა და ესტრადაზე.

მაშ ასე, სიყვარული არსებობს და ამას წყალი არ გაუვა!