„მიშას დასავლელ პოლიტიკოსებთან ერთად ჩამოსვლის შემთხვევაში, ისინი ფარად გამოდგებოდნენ, მაგრამ დედამისი ფარად - უფრო პროვოკაციული ელემენტი იქნება“

„მიშას დასავლელ პოლიტიკოსებთან ერთად ჩამოსვლის შემთხვევაში, ისინი ფარად გამოდგებოდნენ, მაგრამ დედამისი ფარად - უფრო პროვოკაციული ელემენტი იქნება“

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმ დღით ადრე, ქვეყანა ერთ დიდ თეატრს დაემსგავსა. კვლევები, ფარული ჩანაწერები და ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება და ბილეთის დემონსტრირება, რომ 2 ოქტომბერს, საღამოს საქართველოში ბრუნდება.

For.ge-მ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ექს-პრეზიდენტის ფსიქო-პორტრეტის აღწერა სთხოვა.

რამაზ საყვარელიძე: როგორც სამედიცინო საიდუმლოებები, ფსიქოლოგიაშიც ანალოგიურად, პორტრეტების გახმაურება მიღებული არაა. თუმცა, ჩამოდის თუ არა, ჯერ ეს კიდევ საკითხავია. თავად კი თქვა, რომ ჩამოვდივარო, მაგრამ ასეთი განცხადებები ხშირად უთქვია და შემდეგ, ხშირად შეუცვლია. ვნახოთ, აქამდე პროცესი მივა თუ არა. ვფიქრობ, პოლიტიკური მგრძნოელობა აქვს, პოლიტიკას კარგად გრძნობს და არა მგონია, რომ მისი ნაბიჯები განპირობებული რომანტიკული მოტივებით იყოს. ამიტომ, ყველა ეჭვობს, რომ ჩამოსასვლელი ნაბიჯი გადადგას.

მისი ასეთი პერფორმანსები მდგომარეობს იმაში, რომ მისი სახელი შესაძლოა დავიწყებას მიეცეს?

- არ მგონია, მისი სახელი დავიწყებას მიეცეს და არ იცოდეს ის, რომ ახალ ქართულ ისტორიაში სააკაშვილი ნამდვილად უნიკალური პიროვნებაა, რომლის სახელიც დავიწყებას არ მიეცემა. თუმცა, გააჩნია, არდავიწყება რა ნიშნით იქნება შემონახული ისტორიაში - პლუსით თუ მინუსით.

მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის ისიც, რომ თუკი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს, ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ფსიქოლოგიურად ეს მომენტი როგორ აიხსნება, შეიძლება ითქვას, რომ ის ციხისთვის მზად არის?

- სწორედ ამიტომ, ბევრს ეპარება ეჭვი მისი ამ ნაბიჯის გადადგმაში. თანაც, ეს ის ადამიანია, რომელმაც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა და მანქანის ქვეშ გაიქცა. (საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფრანგ დიპლომატთან ერთად გორში იმყოფებოდა -რედ.). ასე რომ, ასეთი ხასიათის მქონე ადამიანი საეჭვოა, გმირობაზე წავიდეს.

ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტს ლიდერობის ამბიცია აქვს და ეს მისი ქცევებიდან კარგად ჩანს. ლიდერობის დაკარგვის შიში ხომ არ აქვს?

- ნუ იფიქრებ, რომ ამიტომ მოდის. ისევე, როგორც ბევრს, მასაც ლიდერობა უყვარს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ხელისუფლებამ თითი რომც არ გაანძრიოს, მოსახლეობაში ვნებათაღელვა იქნება და ეს ვნებათაღელვა მის მოწინააღმდეგეებს უფრო მეტს გამოიყვანს ქუჩაში, ვიდრე მის მომხრეებს. ასეთ ფონზე, ეს მოვლენები არ მგონია, რომ მის ლიდერობის სურვილს შეესაბამებოდეს. უკმაყოფილო ადამიანები ლიდერად იმას არ იხდიან, ვისითაც უკმაყოფილოები არიან. შეიძლება იტყუება კიდეც, რადგან ტყუილს ხშირად ამბობს. არაერთხელ უთქვია, ჩამოვალო და არ ჩამოსულა?! - ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ ჩამოვა?!

მისი ტყულები ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება?

- ფსიქოლოგია აუცილებელი არ არის, რადგან თუ გავთვალისწინებთ, რომ ასეთი დაპირებებით, მათ შორის ბილეთების ჩვენებით დაწყებული, მისი ამომრჩევლების მობილიზაცია ხდება. მან ბოლო ხანებში არაერთხელ მოუწოდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. როგორ შეიძლება ამას ხელი შუწყოს, თუ არა იმით, რომ ამ ამომრჩეველს გრძნობა გაუჩინოს, თითქოს ჩამოდის და თავიანთი ლიდერი აქ ეყოლებათ.

მისი ბილეთიდან ჩანს, რომ დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მოფრინავს. შეიძლება ითქვას, რომ დედას ფარად იყენებს?

- თუკი წამოვა, რა თქმა უნდა, დედამისის ფუნქცია ფარი იქნება. დედა-შვილი არიან და მოდით, ჩემი შვილი დაიჭირეთო - არ იტყის. თუმცა, რამდენდად გამოდგება ფარად ქალი, რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად შეაკავონ, ეს კიდევ საკითხავია. ეს არ არის ისეთი ძალის ფიგურა, რომელიც დაიცავს. მიშას როდესაც უნდოდა ჩამოეყვანა დასავლელი პოლიტიკოსები და მათთან ერთად ჩამოსულიყო, ამ შემთხვევაში ისინი ფარად გამოდგებოდნენ, მაგრამ დედამისი ფარად რამდენად გამოდგება, საეჭვოა - უფრო პროვოკაციული ელემენტი იქნება. დავუშვათ, მიშა დაიჭირეს და დედამისიც დაიჭირეს, შემდეგ ამაზე ატყდება ამბავი - აი, ქალი დააკავეს და ა.შ.

შეიძლება ითქვას პროვოკაციების წინასწარი გათვლები აქვს და დედასაც წირავს?

- დიახ, და თან დედამისის ჩამოყვანა შეიძლება პროვოკაციული დატვირთვა იმ მხრივაც ჰქონდეს, რომ მის მომხრეებს უფრო მიიზიდავს ასეთი სენტიმენტალური პასაჟით. ეს საბრძოლო ჩამოსვლა კი არ არის, არამედ სამშობლოს მონატრებული ორი ადამიანის ჩამოსვლაა. შეიძლება ასეთი შინაარსი უნდა, რომ შესთავაზოს საზოგადოებას.

trampi მიშა თავისი ნებით არ ჩამოსულა საქართველოში და თავისი ნებით არ ჩამჯდარა....
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....
2 წლის უკან