სცენარისტის ვერსიაში სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის, თუმცა რეჟისორს ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნების ფინალი - რა ბედი ელის მიშას?

სცენარისტის ვერსიაში სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის, თუმცა რეჟისორს ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნების ფინალი - რა ბედი ელის მიშას?

საზოგადოებრივ აზრზე მანიპულრება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და კვლევებით ომი - ოპოზიცია 2 ოქტომბრის ნაცვლად 3 ოქტომბრისთვის ემზადება. უკვე კეთდება განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა და საერთოდ, თუ ისევ შესაძლებელია ხმებით მანიპულირება, მაშინ როგორ გავიგოთ ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის? ან რას ემსახურებოდა ცესკოს ახალი თავმჯდომარის, მოადგილეების და კომისიის წევრების არჩევა-დანიშვნა?

მოკლედ, დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და როგორც ირკვევა, 2020 წლის განმეორებით სცენარში მეტი სანახაობისთვის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება მთავარ გმირად შემოვიდეს. მან უკვე დადო კიევი-თბილისის რეისის ბილეთი, რომელიც 2 ოქტომბერს ღამის 11 საათზე თბილისში უნდა დაჯდეს. სავარაუდოდ, ის ჯერ წინასწარ ეგზიტპოლების შედეგებს დაელოდება, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს, რეალურად, დაბრუნდეს თუ არა. მანამდე კი საკუთარ ამომრჩეველს მანიპულაციურ კვლევებს სთავაზობს და ამხნევებს.

რომელი პარტიები ლიდერობს რეიტინგში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და რომელ კანდიდატებს აქვთ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად კომპანია IPSOS-გლობალმა, „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასეთი შედეგები მიიღო:

„ქართული ოცნება“ - 35%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 30%; „საქართველოსთვის“ - 9%; „ევროპული საქართველო“ - 4%, „ხალხისთვის“ - 4%, „ლელო“ - 3%, „მესამე ძალა“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „დროა“ - 1%, „მოქალაქეები“ - 1%, სხვა პარტიები - 3% .

ექსპერტები, გია აბაშიძე და ალექსანდრე მიშველაძე კი წინასაარჩევნო დეზინფორმაციებზე საუბრობენ. მათი შეფასებით დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა ოპოზიციური ჯგუფებისა და ტელევიზიების 4 კლასტერი, რომელიც თავისი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, ეწევა ცესკოს და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

ექსპერტებმა 2 ოქტომბრის შემდეგი პერიოდის მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრეს.

„ამ კვლევამ, გამოავლინა ის სავარაუდო სცენარები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა, განხორციელდეს, როგორიც არის უბნებზე დებოშის ატეხვა, ზედმეტი, ასე ვთქვათ საჩივრების დაწერა, როდესაც არ არის არაფერი დარღვევა, მაგრამ - მაინც“,-ამბობს აბაშიძე.

თუმცა ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი აქვს და არაფრად აგდებს გვერდიდან დანახულ რეალობას. უკვე ეჭვს აღ ტოვებს, რომ ოპოზიცია დასავლეთის მხადაჭერის იმედად(?!) არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.

„მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს, თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე და თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ“, - თავის სტიქიაშია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც იმდენს მიაღწია, რომ მის პარტიას პულსიც კი არ ესინჯება, თუმცა ბოკერია სასურველს რეალობად გვასაღებს: „ეს კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ უტიფარ, ბრიყვულ განცხადებებს - „2 პროცენტიც რომ ავიღოთ, არ იქნება არჩევნები“. სწორედ ამიტომ გავიდნენ იმ ვალდებულებიდან, რომ შედეგის ეშინიათ... მთავარია, ახლა დიდი მარცხი დაფიქსირდეს და შემდეგ ურთულესი იქნება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ჩვენი საზოგადოების ნებისთვის და ამ ნებაზე დაყრდნობით პარტნიორების ზეწოლისთვის.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ“ - მხარს უბამს ბოკერიას ნაციონალი თინა ბოკუჩავა.

„საქართველოში კვლევები გამოყენებულია პოლიტიკური ბრძოლისთვის და მას უფრო პროპაგანდისტური მიზნები აქვს“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევნების „გაპრავებაში“ ადანაშაულებს.

„იფსოსი“-ს კვლევა ძალიან უცნაურია, რადგან წინა კვლევასთან შედარებით მასში გაუგონარი ცვლილებებია მომხდარი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური კრიზისი ხომ ეძღვნებოდა იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა, რითაც დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილი, თუ ამ კვლევას ვენდობით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ „უპრავებს“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელზეც ხელისუფლებას აბრალებდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.

„ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას შედეგი აიღეთ, შეაჯამეთ, დანარჩენ ოპოზიციასთან პროპორცია წარმოიდგინეთ და მიიღებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მათემატიკურად უდასტურებს, რომ ყველაფერი სწორად ჩატარდა. ნიკა მელია ამ კვლევაზე დაყრდნობით, გამარჯვებული ტონით პოსტს აქვეყნებს, სადაც მეორე ადგილზე არის, პირველ და მესამე ადგილზე არიან „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი ლიდერები, მათი საერთო ჯამი მნიშვნელოვნად აღემატება მთელი ოპოზიციის რეიტინგს. არ ვიცი, ეს არითმეტიკის არცოდნაა, ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემაა, ან რა დაავადება ასეთი, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილში იწვევს რეალობის ერთ აღქმას და მეორე ნაწილში, ჩემნაირებში შეიძლება სრულიად სხვანაირი ამბავი გამოიწვიოს. ამ კვლევებში ჩვენ არ ვარსებობთ, ერთ კვირაში შეგვეძლება, ამაზე ვისაუბროთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წელს არჩეევვნების მეორე დღე უკვე დააპატენტა და ყველამ კარგად იცის, ეს პოლიტიკური ძალა რასაც მოიმოქმედებს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას საარჩევნო კამპანიაც კი ეზარება და რაღაცა მანიპულაციური კვლევების საშუალებით მის „შედეგს“ საზოგადოებას უკვე აგუებს.

„უკვე გამოქვეყნდა უკრაინის „იფსოსის“ რაღაცა ფარატინა ქაღალდი, რომელიც არარსებული მონაცემებია. ეს ეტყობა, გვარამიას ოფისში ან კიევის რომელიღაც ოფისში დაწერეს, რათა 2 ოქტომბერს 20:30 წუთზე, რაღაცა რაღაცასთან შესადარებელი ჰქონდეთ. ოპოზიცია ჰგავს საფეხბურთო ნაკრებს, სადაც თამაში არ იციან, ერთი და იგივე სტრატეგიით თამაშობენ და მუდმივად აგებენ. ასეთი თამაშების დროს მაყურებელი ყველაზე მეტად ერთობა მაშინ, როცა ამ გუნდის საგულშემატკივროდ ვიღაცა გიჟი და სულელი მოედანზე შიშველი შევარდება. ამ არჩევნებზე, როგორც უკვე ჩანს, ოპოზიცია ასეთ შეშლილს ელოდება. ეს წინა არჩევნებისგან განსხვავებით რაღაცა სხვაობას მაინც შემოიტანს. მეტი სანახობა იქნება, მაგრამ სცენარი ისევ ერთი და იგივეა“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

იჯერებს თუ არა მსგავს მანიპულაციას ამომრჩეველი და ვისზეა ეს კვლევები გათვლილი? - კითხვაზე ანალიტიკოსი ქართველიშვილი გვპასუხობს, რომ ამას იჯერებს ნაცოპოზიციის ამომრჩეველი და ფეიკის გამავრცელებელი მედია საშუალებები. თუმცა ამ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებისთვის ერთადერთი სამკურნალო საშუალება ეუთო-ოდირის დასკვნაა.

„იმედი მაქვს, რომ ეუთო-ოდირის წარმომადგენლები, მიუხედავად ადგილობრივი არჩევნებისა, მაინც ჩამოვლენ. ამ არჩევნებს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესი აქვს, ამიტომ ქვეყანას ამ შიზოფრენიკების ბოდვების ამარა არ დატოვებენ. იმ დასკვნას დადებენ, რომელსაც ყველამ უნდა დაუჯეროს. აქეთ მხარეს, რა თქმა უნდა, ჟიგიმანდას კუბილიუსები და ფანჩატურუსები იქნებიან, მაგრამ იქნება ისეთი დასკვნა, რომელსაც ყველა უპირობოდ დაეთანხმება. ქვეყანამ 7-თვიანი კოშმარი უკვე გაიარა. ამიტომ ყველა ახლა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან რეჟიმში ჩატარდეს. ხელისუფლებას საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა და იმედი მაქვს, ყველა საერთაშორისო რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რათა ეს ერთთვიანი ან უფრო გრძელვადიანი კოშმარი ქვეყანას თავზე აღარ მოახვიონ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი ფიქრობს, რომ რა სახის კვლევებიც არ უნდა გამოაქვეყნოს ოპოზიციამ, „ქართული ოცნება“ მაინც გაიმარჯვებს. თუმცა ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას მოლოდინს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდება და ასევე დასავლეთის მხრიდან არჩევნების გაყალბებად გამოცხადებას მოითხოვს. თუ ეს ტენდენცია ოპოზიციის მხრიდან არ დასრულდა, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს.

„ალბათ, ნახეთ რაც ნიკა მელიამ ჩაიდინა, როგორი კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ირაკლი კობახიძეს თავს ჯერ თავად დაესხა, შემდეგ კი თავი მსხვერპლად წარმოაჩინა და ევროკავშირის საელჩოში იმალებოდა. თითქოს ვინმე მართლა რამეს უპირებდა. ეს ყველაფერი უკვე ნათელს ხდის იმას, რომ ოპოზიცია 3 ოქტომბრისთვის ემზადება და არა 2 ოქტომბრისთვის.

წლებია, თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, არეულობის მოწყობა სცადოს და ა.შ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, თუმცა ველი, რომ ახლაც იგივე მოხდება, ანუ ოპოზიცია ამ გამარჯვებას არ მიიღებს და ისევ ქუჩაში გამოვა.

რაც შეეხება რეფერენდუმზე ლაპარაკს, რაც ე.წ. მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი 43%-იანი ბარიერით არის განპირობებული, ვფიქრობ, ამის რეალობად ქცევის შანსი არ არსებობს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ეს დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. არ გამოვრიცხავ, იმავე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისევ დაიწყება ქვეყნის რყევა, საზოგადოებრივი დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება. აგრესია უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თორემ ეს ვითარება ქვეყანას დაშლის და დააქცევს, მით უფრო, რომ გარედან ამას ძალიან ბევრი წამახალისებელი ჰყავს. როგორც ჩანს, ოპოზიცია დასავლეთიდან მხადაჭერას ელის, ამიტომაც ამ კვლევებით საფუძველს იმყარებს. ხელისუფლებამ მაქსიმალური გამჭვირვალობით უნდა ჩაატაროს არჩევნები, რომ ეს პროვოკაცია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ for.ge-სთან.

trampi რაც არ უნდა გამჭირვალედ ჩატარდეს არჩევნები.... ნაცები მაინც არ მოისვენებენ
ასე რომ თუ სიწყნარე გინდათ დასვით ეს სისხლმოწყურებული ნაცები ხელისუფლებაში და მოისვენებენ.................დანაყრდებიან სისხლის სმით და გაყუჩდებიან
2 წლის უკან