იაკობაშვილის მტკიცებით, ცხინვალს მთლიანად ქართველი სამხედროები აკონტროლებენ

იაკობაშვილის მტკიცებით, ცხინვალს მთლიანად ქართველი სამხედროები აკონტროლებენ

ქართული მხარის მტკიცებით, ცხინვალს მთლიანად ქართველი სამხედროები აკონტროლებენ.

თემურ იაკობაშვილის თქმით: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ დროისთვის ცხინვალის აღება საბოლოოდ დასრულებულია და ქალაქს ქართველი სამხედროები აკონტროლებენ.

რუსული მედიის ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ცხინვალში პოზიციების დათმობის შესახებ მორიგი დეზინფორმაციაა.

რუსეთი და ოსი სეპარატისტები ჩვენს წინააღმდეგ ისტერიულ საინფორმაციო ომს ეწევიან და სურთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებით მდგომარეობა უფრო დაძაბონ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.