ევროპელებმა უარი სტკიცეს, ნაპრეზიდენტალი ახლა, ამერიკელ სენატორებს ეაჯება საქართველოში დაბრუნებაში დაეხმარონ

ევროპელებმა უარი სტკიცეს, ნაპრეზიდენტალი ახლა, ამერიკელ სენატორებს ეაჯება საქართველოში დაბრუნებაში დაეხმარონ

როგორც ცნობილია, სააკაშვილი არჩევნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების სავარაუდო რამდენიმე გეგმას ამუშავებს. პირველ გეგმის  მიხედვით, სამშობლოში ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლას გეგმავდა და რამდენიმე მათგანთან შეხვედრაც კი გამართა. თუმცა დეპუტატებისგან უარი მიიღო და პირიქით, ურჩიეს, რომ სამშობლოში ჩასვლისგან თავი შეეკავებინა. სააკაშვილი უსაფრთხო დაბრუნებისთვის ახლა გარანტიებს ამერიკელი კონგრესმენებისგან ითხოვს, თუმცა რა გამოუვა, ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ. გეგმის მეორე ვარიანტია, რომ ემიგრანტებთან ერთად სარფს მოადგეს და როგორც კი 2 ოქტომბერს ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი, ის ქვეყანაში შემოვა - მნიშვნელობა არ აქვს ეგზიტპოლები ოპოზიციის მოგებას აუწყებს, თუ წაგებას. ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რასაც ამ ეტაპზე ვერ ხედავს. სააკაშვილს ბოლო შეხვედრა გერმანიაში ჰქონდა, სადაც მას თან გენერალი გოგი თავთუხაშვილიც ახლდა და გამოითქვა ეჭვი, რომ სამშობლოში მასთან ერთად შემოსვლას ეცდება.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მთავრობა არჩევნებით შეიცვლება, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო და დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ყველა უნდა მივიდეს.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს.

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების მე-18-ჯერ გაცემულ დაპირებაზეც საუბრობს და გარკვეულ პირობებს აყენებს. ის ხალხს ხელ-ფეხის განძრევას მოუწოდებს.

„საქართველოში თავისუფლების განადგურება ხდება ჩვენ თვალწინ. ჩვენთვის ამოცანა არის ის, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ შევაჩეროთ და საბოლოო ჯამში, არავის რეცეპტი არ აქვს, თუ არა ჩვენ - მარტივია, უბრალოდ, მივდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ციფრებიც წინასწარ დაწერილია, რომელიც უკვე მათ მომზადებული აქვთ. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი კომისიის თავმჯდომარე აპირებს, რომ თავი მოიავადმყოფოს, ისეთ რაღაცებს გვავალებენ, რაც ადრეც არასოდეს არ ყოფილაო. ძალიან ეშინიათ, რომ ვერ მოახერხებენ ხალხის მობილიზებას. თუ ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ პირველ რიგში, ძალიან ბევრი ხალხი მივიდეს ადგილობრივ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მოუწოდებს, არავინ არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან მაინც არაფერს არ ცვლისო. ამას იმეორებს დღეში ასჯერ, რადგან მათ არ უნდათ, რომ ხალხი მივიდეს. ხალხი უნდა მივიდეს, რადგან ისინი ამბობენ, რომ არაფერს არ ცვლის, ე.ი. ყველაფერს ცვლის. მათი ენა უნდა გადმოითარგმნოს ზუსტად საწინააღმდეგოდ, რასაც ისინი ამბობენ. ეს მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო, რომელიც დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ჩვენ, ყველანი უნდა მივიდეთ.

რთული კონსტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს მოუტანს გამარჯვებას. ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა - ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო. საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მე ვიბრძოლებ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ არაფერი გავითვალისწინო, გარდა იმისა, რაც არის სწორი საქართველოსთვის. საქართველოსთვის არის სწორი, მორჩეს ლექციების კითხვა. ჩვენ გვჭირდება პირადი მაგალითით, პირადი თავგანწირვით, პირადი ქმედებებით გავიყოლოთ ხალხი და არა ტელევიზიიდან წაკითხული ლექციებით. არავის აღარ აინტერესებს ეს ლექციები და რა თქმა უნდა, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, რადგან უბრალოდ შუა მართლა გაკრეფილია, სხვა პარტიებს, თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯებათ, ეს ასეა. ვიცი, რაც ხდება, ინფორმაცია მაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება და საზოგადოებისთვის მოწოდება, არის თუ არა ეს მხოლოდ სააკაშვილის ილუზია თუ მას აქვს კონკრეტული გეგმა რითაც საქართველოში დაბრუნებას რეალურად აპირებს?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ კითხვის პასუხად აბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შექმნილ სიტუაციას ძალიან კარგად აანალიზებს და ის ილუზიაში სულაც არ იმყოფება. საყვარელიძეს for.ge-სთან ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნები მოჰყავს, საიდანაც სააკაშვილს ძალიან კარგი დასკვნების გამოტანა შეუძლია. თუმცა ის და მისი პარტია ვაბანკზე მიდიან, რადგანაც სხვა გზა აღარ აქვთ. ამისთვის კი ორი მნიშვნელოვანი გარანტორი სჭირდება, ერთი ქვეყნის შიგნით მოსახლეობა, რომელიც მის დაკავებას გააპროტესტებს და ამით შეშინებული ხელისუფლება იძულებული გახდება ის გაათავისუფლოს და მეორე დასავლეთი. ისიც „ოცნებაზე“ ზეწოლას მიიტანს და სააკაშვილის დიდხანს დაკავება ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ საყვარელიძეს აქვს ინფორმაცია, რომ ის ამერიკაში და ევროკავშირში დადის და მათ სამშობლოში დასაბრუნებლად გარანტიებს სთხოვს.

„ვრცელდება ძალიან სანდო წაყროებიდან ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ევროკავშირში და ამერიკაში შეხვედრებს მართავს და მათ დახმარებას სთხოვს. თუმცა ევროკავშირში უთხრეს, რომ საქართველოში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ. ახლა ამერიკის იმედი აქვს და ფიქრობს, ზოგიერთი სენატორისგან ამ მხარდაჭერას მიიღებს. სააკაშვილი დასავლეთისთვის გაჭრილი კარტია. მათ კარგად იციან მის საქართველოში დაბრუნებას რაც მოჰყვება. ეს კი რუსული სცენარით თამაშია. ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას, დასავლეთისთვის , „ქართული ოცნება“, რეგიონში სანდო მოკავშირეა. მათ საქართველოს ხელისუფლების საგარეო ვექტორზე კითხვები არ აქვთ. მეორეც ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ. თუ საკუთარი მოქალაქეები არ უჯერებენ, დასავლეთი რატომ დაუჯერებს? ამიტომ ახლა დასავლეთისგან ნირწამხდარი სააკაშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ. თუ ახლაც არ დაბრუნდა, მისი საქმე, როგორც პოლიტიკოსის ძალიან ცუდად იქნება. ამიტომ არის, რომ ნიკა მელია არჩევნებისთვის დაძაბულობის ფონს ქმნის. ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძეს თავს იმიტომ დაესხა, რომ მოსახლეობის და დასავლეთის რეაქციას სინჯავენ. თუმცა არაფერი რომ არ გამოსდით ფაქტია“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციასთან ერთად აჟიოტაჟი ისევ ატეხოს, მაგრამ არეფერი გამოუვათ. მათ ეს არჩევნები რომ წააგონ და რიგგარეშე „ოცნებამ“ არ დანიშნოს, დიდი ალბათობაა იმის, რომ პარტია ნაწილებად დაიშლება. ფაქტია მელიას ნერვები უკვე ღალატობს, რადგან სააკაშვილი რას იზამს, ბოლომდე არავინ იცის. ამიტომ ის ისევ მისი სათამაშოა, რომელსაც სად მოისვრის და რა ფუნქციას დააკისრებს, კაცმა არ იცის.

არის თუ არა სააკაშვილის გეგმა, რომ ის საქართველოში ევროპარალმენტარებთან ერთად შემოვიდეს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ცდილობს ამ სცენარის გათამაშებას. მისი განცახდება ნიშნავს იმას, რომ მორიგი ვარდების რევოლუციის გამეორება უნდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ამიტომაც დადის ის ევრპაში, ამერიკაში და იქ აქტიურად შესაძლო მოკავშირეებს ეძებს.

„ევროპაში, როგორც ჩანს, სააკაშვილს საქმე მაინც და მაინც არ გამოუვიდა, ამიტომაც სიტუაციის დალაგებას ახლა ამერიკაში ცდილობს. სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ შემდეგი პრინციპით, რომ ხელისუფლებას ბოლომდე მივაწვებით და თუ გამოგვივა ხომ კაი, თუ არდა რას ვკარგავთ. ევროპა და ამერიკა გვერდით იმ პრინციპით დაგვიდგება, რომ გამარჯვებულს არ ასამარლებენ, როგორც ეს 2003 წლის რევოლუციის დროს მოხდა. თუმცა აქ შეიძლება მეორე შეპარული მიზეზიც იმალებოდეს. როცა სააკაშვილი ხალხს მიმართავს, რომ თუ თქვენ არ გამოხვალთ და ხელს არ გაატოკებთ, მეც დიდი არაფერი შემიძლიაო. სწორედ ამას მოიყვანს შემდეგ ქვეყანაში ჩამოუსვლელობის მიზეზად. იტყვის, აბა, ხალხმა არაფერი მოიმოქმედა და მე მეტი რა შემიძლიაო. შესაძლოა, ეს იყოს ალიბი და თქვას, რომ ადგილზე შესაბამისი მუხტი არ იყო“, - ამბობს ზაალ ანაჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თაკო ჩარკვიანის მოძრაობაც ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსასვლელად ყველა ფრონტზე მოძრაობს, ამიტომაც წინ კიდევ რამდენიმე დღეა და საბოლოოდ რას აპირებს გამოჩნდება. თუმცა ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ის ჩამომსვლელი მაინც არ არის თუ გარედან მხარდაჭერის კონკრეტული გარანტიები არ მიიღო.

„თუ ყურადღებას მიაქცევთ, ოპოზიციამ დაიწყო უკვე იმაზე საუბარი, რომ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს. ყველანაირად ცდილობენ, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში არ დააპატიმრონ და რაღაცა იურდიული საფუძველი მოუძებნონ. ის სასამართლოს დაელოდოს და თან ამის პარალელურად, ქვეყანაში რევოლუციი ს მოწყობისთვის იმოქმედოს. „ნაციონალები“ რისკზე მიდიან, რადგან სხვა გზა აღარ აქვთ. თუ ახლა არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და „ოცნებამ“ 43% აიღო, მაშინ ისინი ძალიან ღრმა პოლიტიკურ ფუსტრაციაში ჩავარდებიან. ამის შემდეგ შესაძლოა, ენმ-ს საკუთარი ამომრჩეველიც კი შემოეცალოს. საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც ქვეყანაში რამის შეცვლა უნდა. ენმ-ში ამას კარგად აცნობიერებენ, რადგანაც ოპოზიცია თუ დამარცხდა, 3 წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება. ოპოზიცია რით უნდა დაკავდეს? პარალმენტში დესტრუქციის მეტი არაფერი შემოაქვთ და ქუჩის აქციებზე კი ვერავინ გამოყავთ. შესაბამისად, 2024 წლამდე იცინ გაკოტრდებიან და ჩქარობენ“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.