„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ შემტევი ფეხბურთელების შეთამაშებაზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ის ამ დროისთვის კმაყოფილია, მაგრამ დროთა განმავლობაში ფეხბურთელებმა ურთიერთგაგება უნდა მოახერხონ.
„დროთა განმავლობაში უნდა მივაღწიოთ შეთამაშებას, არა მხოლოდ მატჩებში, არამედ ვარჯიშებზეც. „ლიონთან“ 4-2-3-1 სქემით ვითამაშეთ, რაც განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ასე რომ, შემიძლია გუნდის თამაშით კმაყოფილი ვიყო. აუცილებელია მოედანზე კავშირის დამყარება, მაგრამ მომეწონა ის, რაც თამაშში ვნახე. გვქონდა ბურთის ფლობა და კარგი კონტროლი, რამაც საგოლე მომენტების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.
ლიონელ მესი, ნეიმარი და ანხელ დი მარია ერთმანეთს კარგად იცნობენ, ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, ახლა ჩვენ მათთან მბაპეს ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ, ამას ცოტა დრო სჭირდება“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ში 6 ტურში 18 ქულა მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სტუმრად „ბრიუგეს“ დამარცხება ვერ მოახერხა (1:1).