მმართველი გუნდი ოპოზიციის წინა საარჩევნო კამპანიას აფასებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, მათმა ოპონენტებმა კარგად იციან, რომ თვითმართველობის არჩევნებს აგებენ, ამიტომ მათ ნებისმიერი დესტაბილიზაცია აწყობთ. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ხელოვნურად გამოწვევა ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას სჭირდება.
„დესტაბილიზაცია და ყოველგვარი ტემპერატურის მატება და ასე ვთქვათ, ხელოვნურად რაღაც კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ამ წუთას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ხელისუფლებას. ეს არის ის, რაც სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.